აილტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აილტონი
Ailton-msvduisburg.jpg
აილტონი 2007 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
აილტონ გონსალვეს და სილვა
დაბადების
თარიღი
19 ივლისი, 1973 (1973-07-19) (47 წლის)
დაბადების
ადგილი
მოჟეირუ, ბრაზილია
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჰასია ბინგენი
ნომერი 32
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1993–1994 იპირანგა 12 (2)
1994–1995 ინტერნასიონალი 21 (4)
1994–1995მოჟი-მირინი 28 (8)
1995–1996 სანტა-კრუზი 21 (7)
1996–1997 გუარანი 43 (20)
1997–1998 ტიგრესი 23 (5)
1998–2004 ვერდერი 169 (88)
2004–2005 შალკე 04 29 (14)
2005–2006 ბეშიქთაში 14 (5)
2006ჰამბურგი 13 (3)
2006–2007 ცრვენა ზვეზდა 13 (4)
2007გრასჰოპერი 13 (8)
2007–2008 დუისბურგი 7 (1)
2008 მეტალურგი 2 (1)
2008–2009 ალტახი 12 (7)
2009 კამპინენსე 1 (1)
2009 ჩუნცინ ლიფანი 5 (0)
2010 იურდინგენი 05 13 (4)
2010–2011 ობერნოილანდი 12 (3)
2011 რიო ბრანკო 4 (1)
2012–2013 ჰასია ბინგენი 21 (19)
სულ 476 (205)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

აილტონ გონსალვეს და სილვა (პორტ. Aílton Gonçalves da Silva; დ. 19 ივლისი, 1973, მოჟეირუ, პარაიბა) — ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი.

საფეხბურთო კარიერა ბრაზილიაში დაიწყო. რამდენიმე წლის განმავლობაში ასპარეზობდა ბრაზილიის ჩემპიონატის კლუბებში, მათ შორის იყო „იპირანგა“, „ინტერნასიონალი“, „მოჟი-მირინი“, „სანტა-კრუზი“ და სხვა; აგრეთვე 1 წელი თამაშობდა მექსიკის კლუბ „ტიგრესში“.

კარიერის საუკეთესო პერიოდი ბრემენის „ვერდერში“ გაატარა, სადაც 169 ჩატარებულ მატჩში 88 ბურთის გატანა მოახერხა. 2004 წელს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი და პირველი უცხოელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მოიპოვა გერმანიის წლის ფეხბურთელის ტიტული. ამავე წელს „ვერდერთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონატი მოიგო.

მიუხედავად კარგი საკლუბო კარიერისა, აილტონს ბრაზილიის ეროვნულ და ასაკობრივ საფეხბურთო ნაკრებებში არასოდეს არ უთამაშია. დაქორწინებულია; ჰყავს 2 შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]