ათერინისნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ათერინისებრნი
Neostethus lankesteri DSC 2968.jpg
Neostethus lankesteri
Red m boesemani.jpg
Melanotaenia boesemani
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ათერინისნაირნი
ლათინური სახელი
Atheriniformes (D. E. Rosen, 1966)

ათერინისნაირნი (ლათ. Atheriniformes) — ძვლოვანი თევზების რიგი. ცნობილია ეოცენიდან. სხეულის სიგრძე 4–50 სმ-ია. ახასიათებთ ზურგის ორი ფარფლი, რომელთაგან პირველი სუსტია და მოქნილი დაუტოტავი სხივებისგან შედგება. ქერცლი დიდი, ციკლოიდური, იშვიათად ქტენოიდურია. გვერდითი ხაზი ან არ აქვთ, ან წარმოდგენილია რიგი ჩაღრმავებების სახით. ათერინების მსხვილ ქვირითს გარსზე ძაფისებრი დანამატი აქვს, რისი საშუალებითაც სუბსტრატს ეკვრება. ცნობილია 60-მდე გვარის 200-ზე მეტი სახეობა. ჩვეულებრივ ბინადრობენ ტროპიკული და სუბტროპიკული ზღვების სანაპირო ზონაში. შავ და კასპიის ზღვებში გვხვდება ათერინისებრთა ოჯახის (Atherinidae) თევზები. ჩვეულებრივი ათერინა (Atherina boyeri) მცირე ზომის თევზია (სიგრძე 10 სმ-მდე); იკვებება ზოოპლანქტონით. კალიფორნიული ათერინა, ანუ გრუნიონი (Leuresthes tenuis) მაღალი მოქცევის დროს ქვირითს ქვიშაში ფლავს, ლარვები ქვირითიდან ერთი თვის შემდგომ, შემდეგი მოქცევის დროს გამოდიან. Phallostethidae-ს ოჯახის ცოცხლადმშობი სახეობების ანალური და სასქესო ხვრელები, აგრეთვე სასქესო ორგანოები (პრიაპიუმი) განლაგებულია ყელზე. ზოგიერთი ათერინასნაირი რეწვის ობიექტია. წვრილი სახეობები ჰყავთ აკვარიუმებში.[1]

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია შემდეგი ოჯახები:[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Решетников Ю. С. Атеринообразные // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 441.
  2. (2016) Fishes of the World, 5th, Wiley, გვ. 354. ISBN 978-1-118-34233-6.