ათერინისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Atherinidae)
ათერინისებრნი

ჩვეულებრივი ათერინა (Atherina boyeri)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ათერინისნაირნი
ოჯახი:  ათერინისებრნი
ლათინური სახელი
Atherinidae (Risso, 1827)

ათერინისებრნი (ლათ. Atherinidae) — თევზების ოჯახი ათერინისნაირთა რიგისა. სახეობების უმრავლესობა 15 სმ, ზოგი – 30 სმ-მდე სიგრძისაა. ბინადრობენ ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ზოგჯერ ზომიერი ზონის ზღვებში, იშვიათად — მტკნარ წყალსატევებში. გვხვდება შავ და კასპიის ზღვებში.[1] აქ ფართოდ გავრცელებული პოპულაციები წყაროების ნაწილის მიხედვით წარმოადგენს ჩვეულებრივი ათერინის (Atherina boyeri) ქვესახეობებს,[2] შესაბამისად — A. p. pontica და A. p. caspia. ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი ორივე პოპულაცია ერთი სახეობა — Atherina caspia-ა, ან ცალ-ცალკე სახეობები — A. pontica და A. caspia.[3] შავი ზღვიდან ისინი შემოდიან საქართველოს მდინარეებშიც. ცოცხლობენ 6 წლამდე. ტოფობენ ზაფხულობით სანაპირო ზონაში. იკვებებიან მცირე ზომის უხერხემლო ცხოველებით, თავის მხრით, ათერინები მრავალი სარეწაო თევზის საკვებია. ათერინისებრთა ზოგ სახეობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 შარვაშიძე ვ., ათერინისებრნი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 228.
  2. Решетников Ю. С. Атеринообразные // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 441.
  3. Kuljanishvili, Tatia; Epitashvili, Giorgi; Freyhof, Jörg; Japoshvili, Bella; Kalous, Lukáš; Levin, Boris; Mustafayev, Namig; Ibrahimov, Shaig; Pipoyan, Samvel; Mumladze, Levan (აგვისტო, 2020). „Checklist of the freshwater fishes of Armenia, Azerbaijan and Georgia“. Journal of Applied Ichthyology (ინგლისური). 36 (4): 507. doi:10.1111/jai.14038. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)