შინაარსზე გადასვლა

ათასი კლოუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ათასი კლოუნი“
დამდგმელი რეჟისორი ფრედ კო
პროდიუსერი ფრედ კო, ჰერბ გარდნერი, რალფ როზენბლუმი
სცენარის ავტორი ჰერბ გარდნერი
ნაწარმოები ათასი კლოუნი
— ჰერბ გარდნერი
როლებში ჯეისონ რობარდსი, ბარბარა ჰარისი
კომპოზიტორი ჯერი მალიგანი, დონ უოკერი
ოპერატორი არტურ ორნიცი
მონტაჟი რალფ როზენბლუმი
დისტრიბუტორი United Artists
გამოსვლის თარიღი 13 დეკემბერი, 1965
ხანგრძლივობა 116 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
შემოსავალი $2,4 მლნ

ათასი კლოუნი (ინგლ. A Thousand Clowns) — 1965 წლის ამერიკული ფილმი. ფილმი დაფუძნებულია ჰერბ გარდნერის ამავე სახელწოდების პიესაზე. მარტინ ბალსამმა მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

თორმეტი წლის ნიკი ცხოვრობს ბიძა მარისთან ერთად. მარი უმუშევარია, მაგრამ ცხოვრებას ლაღად უყურებს. მასთან სოციალური მუშაკები დადიან, რათა ბავშვის მომავალი ბედი განსაზღვრონ. ქალ სოციალურ მუშაკს მარი შეუყვარდება. სოციალური მუშაკები მარისგან ითხოვენ, რომ თუ ბავშვის შენარჩუნება სურს, მუშაობა დაიწყოს. მარის ძმა არნოლდი ცდილობს მას მუშაობა დააწყებინოს. მარის კი ყველა სამსახური, სადაც გასაუბრებაზე მიდის, იდიოტობად მიაჩნია და გარბის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]