ათაი (პოეტი)
იერსახე
ათაი — XV საუკუნის I ნახევრის უზბეკი პოეტი. დაიბადა ბალხში. მოღვაწეობდა სამარყანდში ულუღ-ბეგისა და მისი შვილის აბდ ალ-ლატიფის კარზე. წერდა ძველ უზბეკურ ენაზე (ჩაღათაურზე). მისი პოეტური მემკვიდრეობიდან მოღწეულია მხოლოდ ერთი დივანი (260 ღაზალი). ამ ღაზალებში ათაი პოეტურ მეტყველებას ორგანულად უკავშირებს აღმოსავლეთის მდიდარ ფოლკლორულ ტრადიციებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 222.