აზოვის საგუშაგო კოშკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზოვის საგუშაგო კოშკები
Азовские сторожевые каланчи
მდებარეობა აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია
თარიღდება 1663

აზოვის საგუშაგო კოშკები (რუს. Азовские сторожевые каланчи) — ორი თავდაცვითი ნაგებობა, რომლებიც ააგეს 1660-იან წლებში როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვის მახლობლად[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1663 წელს აზოვის ციხესიმაგრიდან 3 ვერსის დაშორებით, მდინარე დონის ნაპირებზე[1], იმ ადგილზე სადაც მდინარე იყოფა ორ ტოტად[2], ოსმალებმა ააშენეს ორი საგუშაგო კოშკი: ვარდინ-ხულა და ჯან-ხულა, რომლებიც მოგვიანებით ცნობილი გახდნენ როგორც ნოვოსერგიევსკისა და ნიკონოვის კოშკები. კოშკები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ სამი რკინის ჯაჭვით[1].

1695 წელს ოსმალების მცდელობა დაეპყროთ აზოვი, უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ამ ლაშქრობის შედეგად დაიკავეს საგუშაგო კოშკები. ამის გამო დონელი კაზაკებისაგან შეარჩიეს მოხალისეები, რომელთაც იერიში უნდა მიეტანათ კოშკებზე. თითოეულ მოსახლეს პირობის მიხედვით აძლევდნენ 10 მანეთს. პირველი კოშკი აიღეს 14 ივლისს, მეორე 14-15 ივლისის ღამეს. კოშკებში აღმოაჩინეს თურქული ზარბაზნები. მოგვიანებით საგუშაგო კოშკები ისეთივე ცნობილები გახდნენ, როგორც ქალაქი ნოვოსერგიევსკი.

მდინარე დონის მარცხენა ნაპირზე, საგუშაგო კოშკების მახლობლად პეტრე I-ის ბრძანებით ააგეს მცირე ზომის ციხესიმაგრე. 1695 წელს, როდესაც ალყა მოხსნეს აზოვის ციხესიმაგრეს, საგუშაგო კოშკებში დარჩა მხოლოდ 3 000 შეიარაღებული მუშკეტერი. 1696 წლის გაზაფხულზე ნოვოსერგიევსკისა და ნიკონოვის ციხესიმაგრეები გახდნენ რუსეთის იმპერიის სახმელეთო და საზღვაო ჯარის შეკრების ადგილი. მას შემდეგ რაც აზოვი გახდა საგუბერნიო ქალაქი საგუშაგო კოშკებმა დაკარგეს ისტორიული მნიშვნელობა. ამჟამად საგუშაგო კოშკების ადგილზე დგას მეტალის ორი მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი, რომელიც აკავშირებს დონის ორივე მხარეს[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Школьная энциклопедия «Руссика». История России.9-17 вв. — М. : Олма-Пресс Образование, 2003. — 784 с. Ил. С. 13.
  2. 2.0 2.1 Михайлушкин П. Азовские сторожевые каланчи // Читай. — 1998. — № 50. — С.23.