აზერ ზეინალოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზერ ზეინალოვი
ინგლ. Azər Zeynalov
AzerZeynalov.jpg
"მამაკაცი შავებში"
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი აზერ ზეინალაბდინ ოღლი ზეინალოვი
დაბ. თარიღი 13 დეკემბერი 1964
დაბ. ადგილი აზერბაიჯანი
ჟანრ(ებ)ი მომღერალი, მუსიკის პედაგოგი
აქტიური 1990-
საიტი johnnycash.com
აზერ ზეინალოვი ვიკისაწყობში

აზერ ზეინაბაბდინ ოღო ზეინალოვი (აზერ. Azər Zeynalabdin oğlu Zeynalov) — ცნობილი აზერბაიჯანული საოპერო მომღერალია (ლირიული და დრამატული ტენორი). აზერბაიჯანისა და დაღესტნის სახალხო არტისტი. პროფესორი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერ ზეინალოვი დაიბადა 1964 წლის 13 დეკემბერს ქალაქ ნახიჩევანში.

დაამთავრა სამი უმაღლესი სასწავლებელი - აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი (სარეჟისორო განყოფილება), იტალიის აგოსტინო სტეფანის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური განყოფილება) და ბაქოს მუსიკალური აკადემია (ვოკალური განყოფილება).

1990 წლიდან - რაშიდ ბეიბუტოვის სახელობის სახელმწიფო სიმღერის თეატრის სოლისტი.

1996 წლიდან - აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. მთავარი მსახიობია აზერბაიჯანელი და ევროპელი კომპოზიტორების ოპერებში. ასევე ცნობილია როგორც სიმღერების, რომანების და ხალხური სიმღერების შემსრულებელი. მას უამრავი გასტროლები აქვს ჩატარებული მსოფლიოს დიდ საკონცერტო დარბაზებში.

2001 წლიდან - აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ვოკალური განყოფილების ხელმძღვანელი.

2016 წლიდან - ვოკალური განყოფილების ხელმძღვანელი აზერბაიჯანის ეროვნულ კონსერვატორიაში.

სახელმძღვანელო „ვოკალური შესრულება“-ს ავტორი.