აზერბაიჯანული ჩაის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აზერბაიჯანული ჩაის კულტურა — ჩაის მოხმარების მეთოდები, ადათ-წესები და ისტორია, რომელიც უშუალოდ ჩამოყალიბდა აზერბაიჯანში. სწორედ ამ ქვეყანაში, არის ეს კულტურა ძალზედ მაღალ დონეზე განვითარებული.

ჩაი სტუმართმოყვარეობის და სტუმრების პატივისცემის სიმბოლოდ ითვლება. აზერბაიჯანელები თვლიან, რომ ჩაი ხელს უწყობს საუბარს და მარტივ კომუნიკაციას ადამინებს შორის. აზერბაიჯანში ძირითადად შავ ჩაის სვამენ. დღეს აზერბაიჯანი ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჩაის დალევის კლასიკურ ქვეყნად კავკასიაში.

პირველად ჩაის ნერგები აზერბაიჯანში დარგეს XIX საუკუნის ბოლოს, მომდევნო ეტაპი კი XX საუკუნის 30-იან წლებში განხორციელდა, კერძოდ ლენქორანისა და ზაქათალას რაიონებში. 1937 წელს დამზადდა აზერბაიჯანული ჩაის პირველი პაკეტები.

80-იან წლებში ჩაის წარმოებამ პიკს მიაღწია საბჭოთა აზერბაიჯანში. დაახლოებით იმ პერიოდში, ყოველწლიურად, 34-38,000 ტონა ჩაის ფოთოლი იღებდნენ. თუმცა, ჩაის წარმოება შემცირდა ყოფილი საბჭოთა კავშირის დაცემის შედეგად. 2007-2008 წლებში 500 ტონაზე ნაკლები მოსავალი მიიღეს და ეს იყო ყველაზე დაბალი მოსავალი ჩაის აზერბაიჯანის ისტორიაში.

აზერბაიჯანმა საბაზრო ურთიერთობების განვითარების მხრივ ჩაის წარმოება დაიწყო - თურქეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ერთობლივი საწარმოთა წყალობით. ქვეყანაში წარმოებული ჩაი უპირატესად მწვანეა, მაგრამ შავი ჩაი საკმაოდ გავრცელებულია. დღეისათვის აზერბაიჯანული ჩაი იზრდება ძირითადად ლანკარანის ზონაში (მაგალითად: ჰაფტონის ჯიშის ჩაი). აზერბაიჯანული ჩაი ექტპორტზე გადის, ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო ქვეყანებს წარმოადგენს: რუსეთი, საქართველო და თურქეთი.

აზერბაიჯანელებისთვის ჩაი რძით ძალიან იშვიათია. თუმცა ერთიანი რწმენის თანახმად, შაქრიანი ჩაის დალევა შუა საუკუნეების პერიოდიდან მოდის, როდესაც მმართველები, რომლებსაც მოწამვლის ეშინოდათ, სითხეს ამოწმებდნენ შაქრის ნაჭრის ჩაგდებით ჩაიში, რადგან ითვლებოდა, რომ შხამი რეაგირებდა შაქრისკენ. ტრადიციულ ჩაის მიირთმევენ ლიმონით, შაქრით, ტკბილეულის ან ხილის დესერტეით, ხშირად ჩაის უმატებენ პიტნის ან ვარდის წყალს. სწორედ ეს ორი სითხე კარგია კუჭისა და გულისთვის.

აზერბაიჯანში, ადამიანები ადუღებენ წყალს თბილ ლითონის კონტეინერებში, რომლებიც ცნობილია როგორც სანოვარები. ჩაი აზერბაიჯანული კულტურის განუყრელი ნაწილია. საგულდაგულოდ მომზადებულ ჩაის მსხლის ფორმის ჭიქებში ასხამენ, შიგ ნატეხ შაქარს აგდებენ და ნუშთან, ქიშმიშთან და ფისტასთან ერთად სიამოვნებით მიირთმევენ. ჩაიხანებს პატარა ქალაქებშიც კი შეხვდებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]