აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაცია(აზერ. Azərbaycan Cüdo Federasiyası) — აზერბაიჯანში ძიუდოს შეჯიბრებთან დაკავშირებული ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელი ამ სპორტის მიმართულებით აზერბაიჯანში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრკ ძიუდოს ფედერაცია შეიქმნა სსრკ სპორტის კომიტეტის განკარგულების შესაბამისად, 1972 წლის 22 ნოემბერს. სწორედ იმავე წელს შეიქმნა აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციაც.

წლების განმავლობაში ფედერაციას ხელმძღვანელობდა არიფ ალაკბაროვი. 1980 წლიდან შეიცვალა ფედერაციის ხელმძღვანელობა. ახალი თავმჯდომარე რაჰიმ ისმაილოვი გახდა, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო 16 წლის განმავლობაში. 1996 წლიდან ფუზული ალაკბაროვი გახდა აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

1972 წლის 22 ნოემბერს ძიუდოისტთა შეჯიბრებები პირველად ჩატარდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. პირველმა კლუბებმა საქმიანობა დაიწყეს იმავე წელს, ეს კლუბები იყო: „დინამო“, „ბურევესტნიკში“, „ლოკომოტივი“, „ვოდნიკი“, კლუბები შეიქმნა განჯაშიც.

1972 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ძიუდოს სკოლის პირველმა მწვრთნელებმა ისმაილ აჰმადოვმა, საბირ ჰუსეინოვმა, აგზარზა აჰმადოვმა და ვიქტორ კუზნეცოვმა მიიღეს მონაწილეობა ტალინში ორგანიზებულ მწვრთნელთა საერთო საკავშირო სემინარში. მოგვიანებით, აჰმადდინ რაჯაბლიმ და ვიქტორ კუზნეცოვმა მონაწილეობა მიიღეს საკავშირო მსაჯთა სემინარებში, ხოლო ზაირ მამედოვმა, ტარლან ჰასანოვმა და რაუფ შაფიევმა მონაწილეობა მიიღეს მწვრთნელთა საკავშირო მეორე სემინარში, რომელიც ჩატარდა უკრაინაში 1973 წელს.

იმ პერიოდის ცნობილი ძიუდოისტები იყვნენ საჰიბ ისმაილოვი, ელჩინ ისმაილოვი, ზაქირა ქერიმოვა და სხვები.

ასევე ფუნქციონირებს აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ინტერნეტ ტელევიზია [1].

2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებში ეროვნული გუნდის ძიუდოისტებმა რუსტამ ორუჯოვმა და ელმარ გასიმოვმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

2015 წლიდან ფედერაციის პრეზიდენტია როვნაგ აბდულაევი [2]. ვიცე-პრეზიდენტები: მიქაელ ისმაილოვი, სადიგ სადიგოვი და ელნურ მამედლი. მთავარი მდივანი კი ელმარ ბაბანლი.

ცნობილი სპორტსმენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი სსრკ ჩემპიონატების პირველი გამარჯვებული და პრიზიორი იყო ალაკბარ ისმაილოვი (1975 წელს - ოქრო), საჰიბ ისმაილოვი (1972 წელს - ბრინჯაო), ანვარ აჰმადოვი (1982 წელს - ვერცხლი).

ფარჰად რაჯაბლიმ პირველად მიიღო მედალი აზერბაიჯანელ ძიუდოისტებს შორის ევროპულ შეჯიბრებში. მან მესამე ადგილი დაიკავა უნგრეთში 1978 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Федерация дзюдо Азербайджана открыла онлайн-ТВ. http://www.gapp.az.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-25. ციტირების თარიღი: 2019-09-24.
  2. Rəhbərlik. Azərbaycan Cüdo Federasiyası. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-25. ციტირების თარიღი: 2019-09-24.