აზერბაიჯანის მილსაგლინავი ქარხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის მილსაგლინავი ქარხანა
დარგი მეტალურგია
დაფუძნდა 1947
სათავო ოფისი სუმგაითი, აზერბაიჯანი დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის მილსაგლინავი ქარხანა — საბჭოთა მეტალურგიული საწარმო. სსრკ-ში მილების ერთ-ერთი უდიდესი საწარმო იყო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის მილსაგლინავი ქარხანა დაარსდა 1947 წელს სუმგაითში, კასპიის ზღვის სანაპიროზე. ქვეყანაში მდებარეობდა ნავთობის მწარმოებელი მსხვილი საწარმოები და ნავთობის საბურღი აღჭურვილობის წარმოების ქარხნები. მილსაგლინავი ქარხნის შექმნამ შესაძლებელი გახადა აზერბაიჯანის სსრ-ში ნავთობის წარმოებისა და ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის ყოვლისმომცველი განვითარება[1].

1952 წელს აშენდა მილსაგლინავი საამქრო. 1953 წელს აშენდა მარტენის საამქრო, რომელშიც შედიოდა 6 მარტენის ღუმელი. თითო 150 ტონას იწონიდა[1].

მოგვიანებით შეიქმნა გარსაცმისა და ტუმბო-კომპრესორის მილები სპეციალიზებული ბოლოებითა და და საბურღი მილები შედუღებული ხელსაწყოების სახსრებით[1].

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანის მილსაგლინავი ქარხანა თითქმის მთლიანად შეჩერდა წარმოებაში.

ქარხნის რეკონსტრუქცია და აღდგენა 2007 წელს დაიწყო.

2016 წლიდან ქარხანა შპს Baku Steel Company-ის ჰოლდინგის ნაწილია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Кондратов Л. А. Развитие трубного производства. — Москва: Металлургиздат, 2015. — გვ. 91-92. — ISBN 978-5-902194-76-7