აზერბაიჯანის ეროვნული პრესის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის ეროვნული პრესის დღე
აზერბაიჯანის ეროვნული პრესის დღე ფოტოსურათი
სხვაგვარად ბეჭდვის დღე
აღნიშნავენ აზერბაიჯანში
თარიღი 22 ივლისს
ზეიმობა გაზეთ „ექინჩი“-ს პირველი ნომრის გამოშვებასთან

„აზერბაიჯანის ეროვნული პრესის დღე“აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრესის მუშაკთა პროფესიული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება რესპუბლიკაში ყოველწლიურად 22 ივლისს.[1]

აზერბაიჯანული პრესის დამაარსებლად ითვლება ჰასანბეგ ზარდაბი. რთული დაბრკოლებების დაძლევის შემდეგ მან მიაღწია ბაქოში გაზეთის „მხვნელი“-ს („ექინჩი“) გამოშვების ნებართვას აზერბაიჯანულ ენაზე. გაზეთის პირველი გამოშვება მოხდა 1875 წლის 22 ივლისს.

გაზეთ „ექინჩი“-ს გამოშვებას მოჰყვა ძლიერი რეზონანსი მთელ ამიერკავკასიაში. 1875–1876 წლებში გამოშვებულ იქნა გაზეთის მხოლოდ 56 ნომერი. გაზეთ „ექინჩი“-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანელების ეროვნულ გამოფხიზლებაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]