აზერბაიჯანის აუდიოვიზუალური საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიოვიზუალური საბჭო
აზერ. Audiovizual Şura (keçmiş Milli Televiziya və Radio Şurası)
უწყების შესახებ
შეიქმნა 8 თებერვალი, 2022
წინამორბედი უწყება აზერბაიჯანის ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული საბჭო
იურისდიქცია დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
უწყების ხელმძღვანელი ისმეთ სათაროვი, თავმჯდომარე
საიტი
acra.gov.az/ru

აუდიოვიზუალური საბჭო (აზერ. Audiovizual Şura) — უზრუნველყოფს აზერბაიჯანში ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და ამ საქმიანობის რეგულირებას.

სსრკ-ის პერიოდში მოქმედებდა აზერბაიჯანის სსრ რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტი.

2002 წლის 5 ოქტომბერს შეიქმნა ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული საბჭო. საბჭო 2022 წლის თებერვლამდე ფუნქციონირებდა.

2022 წლის 8 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება „მედიის შესახებ“ კანონის მისაღებად[1] , რომლის მიხედვითაც გაუქმდა ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული საბჭო. ამის ნაცვლად, შეიქმნა აუდიოვიზუალური საბჭო[2].

საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა ტელე და რადიო მაუწყებლებისთვის.

საბჭო შედგება 9 კაცისგან. ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე.

აზერბაიჯანში მაუწყებლობას ახორციელებენ სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო და საზოგადოებრივი მაუწყებლები. მაუწყებლების საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში[3]. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის „ნორმატიული სამართლებრივი აქტების შესახებ“, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებები ნორმატიულ აქტებად ითვლება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]