ავთო კიკაბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავთო კიკაბიძე (დ. 4 ნოემბერი, 1956) — ქართველი გეოგრაფი და მეცნიერი.

ავთო კიკაბიძე დაიბადა ქალაქ სენაკში.

1978 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით. მუშაობა დაიწყო ტრესტ „კოლხეთმშენის“ N5 მოძრავ-მექანიზირებულ კოლონაში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად. მუშაობს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროში 1981 წლიდან, სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტში, „საქაგრომრეწვში“, სპეციალურ საპროექტო ბიუროში, „საქწყალექსპლოატაციაში“ სხვადასხვა თანამდებობებზე. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც დამუშავებულია სასურსათო ფონდის შევსების მიზნით, სახალხო მეურნეობისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის, ნიადაგის რწყვის რეჟიმისა და მელიორაციასთან დაკავშირებული საკითხები. არის აღმოსავლური ორთაბრძოლების ინსტრუქტორი და გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი., თბ., 2003., გვ.150-151

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]