ავთანდილ იაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავთანდილ იაშვილი
დაბ. თარიღი 6 თებერვალი, 1954 (1954-02-06) (65 წლის)
ზედა გორა, ვანის რაიონი
ალმა-მატერი მოსკოვის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი
საქმიანობა ტელეკომუნიკაცია

ავთანდილ იაშვილი (დ. 6 თებერვალი, 1954) — ქართველი ტელეკომუნიკაციის სფეროს მოღვაწე, ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საერთაშორისო კავშირგაბმულობის აკადემიის აკადემიკოსი.

დაამთავრა მოსკოვის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი. დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდით, სრულიად ახალგაზრდა იყო თბილისის ცენტრალური რაიონის სატელეფონო კვანძის უფროსი, შემდეგ საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სამინისტროს აპარატში ქალაქისა და სოფლის სატელეფონო კავშირის სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდგომ — უფროსი. საქართველოს სოციალისტური რეჟიმიდან კაპიტალისტურზე გადასვლის შემდეგ სამინისტროს სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ავთანდილ იაშვილი ინიშნება დარგის ერთადერთი მმართველობითი ორგანოს ელექტროკავშირის გენერალურ დირექტორად, სადაც გაერთიანებული იყო სისტემის თითქმის ყველა ტექნიკური დარგი.[1]

90-იანი წლების მეორე ნახევარში ბიზნესმენთან და ასევე სატელეკომუნიკაციო სფეროს მოღვაწესთან ფრიდონ ინჯიასთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა საქართველო სატელეკომუნიკაციო სფეროს კერძოს სექტორის ჩამოყალიბებაში. მათი მონაწილეობით დაარსდა საქართველოში პირველი კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანიები ჯეოსელი და ახალი ქსელები, რამაც დიდი როლი ითამაშა საქართველოში სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებაში.

ავთანდილ იაშვილს სხვადასხვა დროს ეკავა სატელეკომუნიკაციო სფეროს სხვადასხვა კომპანიებში ხელმძღვანელი თანამდებობები: 1996-2013 წლებში შპს ახალი ქსელების გენერალური დირექტორი, 1997-1999 წლებში კომპანია ჯეოსელის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სხვადასხვა პერიოდში შპს სისტემნეტსა და შპს ფობნეტში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ფლობს მნიშვნელოვან ბიზნესდივიდენდებსა და წილებს შპს ახალ ქსელებსა და შპს ახტელში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]