ავთანდილ დაუშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ავთანდილ პარმენის ძე დაუშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1920, ჭიათურა, — გ. 20 ივლისი, 1984, თბილისი) — ქართველი ინჟინერი მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1973), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984).

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი (1947). 1948–1959 წლებში მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, 1959–1964 წლებში — საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, გვირაბებისა და მეტროპოლიტენების კათედრაზე. 1964 წლიდან გარდაცვალებამდე ამ კათედრას ხელმძღვანელობდა. დაუშვილმა შექმნა სხვადასხვა დანიშნულების გვირაბების ჰიდროიზოლაციის ახალი ხერხები და კონსტრუქციები, მან პირველმა ჩამოაყალიბა გვირაბების მუდმივი სამაგრის გაანგარიშების მატრიცული ხერხი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვირაბები, თბ., 1972;
  • Гидроизоляция тоннелей, сооружаемых закрытым способом, Тб., 1971;
  • Расчет тоннельных обделок в матричной форме, М., 1972.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]