ავგუსტ მალმსტრემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავგუსტ მალმსტრემი
დაიბადა 14 ოქტომბერი, 1829
დაბადების ადგილი მუტალა, შვედეთი
გარდაიცვალა 18 ოქტომბერი, 1901
გარდაცვალების ადგილი სტოკჰოლმი, შვედეთი
ჟანრი სიმბოლიზმი

იუჰან ავგუსტ მალმსტრემი (შვედ. Johan August Malmström, 14 ოქტომბერი 1829, მუტალა18 ოქტომბერი 1901, სტოკჰოლმი) — შვედი ისტორიული და ჟანრობრივი ფერმწერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუჰან ავგუსტ მალმსტრემი დაიბადა 1829 წელს. თავდაპირველად თავის მამასთან სწავლობდა ხეზე გრავირებას, 1850-56 წლებში ესწრებოდა სტოკჰოლმის სამხატვრო აკადემიის სემინარებს, შემდეგ კი გაემგზავრა დიუსელდორფსა და პარიზში, სადაც სწავლობდა თომა კუტიურის სახელოსნოში. შვედეთის ხელისუფლების სტიპენდიამ მას იტალიაში მოგზაურობის შესაძლებლობა მისცა.

მალმსტრემი, „მოცეკვავე ფერიები“, 1866

1867—1894 წლები მალმსტრემმა სტოკჰოლმში, ხელოვნებათა სამეფო სკოლაში, გაატარა, ხოლო 1887—1893 წლებში მისი დირექტორი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]