ადვექცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადვექცია, მეტეოროლოგიაში (ლათ. advectio – მიწოდება, მიტანა) — ჰაერის ჰორიზონტალური გადაადგილება, რომლის დროსაც იგი ინარჩუნებს ტემპერატურას, სინოტივეს, სიმკვრივესა და სხვ. თვისებებს.

ადვექციისგან განსხვავებით ჰაერის ვერტიკალური მიმართულებით გადადგილებას კონვექციას უწოდებენ. ზოგჯერ შესაძლებელია ჰაერის ცალკეული თვისების ადვექცია, მაგ., შინაგანი ენერგიის ადვექცია, ჰაერის ენტალპიის (სითბო, სიცივე) ადვექცია, წნევის ადვექცია და სხვ.

დიდ როლს თამაშობს მეტეოროლოგურ პროცესებში და გავლენას ახდენს ამინდზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]