ადგილზე დათვალიერება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადგილზე დათვალიერება — სამოქალაქო პროცესში, სასამართლოს მიერ ნივთიერი ან წერილობითი მტკიცებულების გაცნობა უშუალოდ ადგილზე, როდესაც მათი სასამართლოში წარდგენა შეუძლებელი ან მეტად ძნელია (მაგალითად, თუ ეს არის საცხოვრებელი ბინა, რომლის გაყოფას მოითხოვენ მხარეები, დაზგა, რომელზეც მუშა დაშავდა, დიდძალი საბუხჰალტრო დავთრები და მისთ.). ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობს სასამართლოს მთელი შემადგენლობა. საქმის მონაწილე პირებსა და მათ წარმომადგენლებს აცნობებენ დათვალიერების დროსა და ადგილს. ადგილზე დათვალიერების შედეგი აისახება ოქმში, რომელსაც დათვალიერების ყველა მონაწილე აწერს ხელს. ოქმს დაერთვის ადგილზე შედგენილი ან შემოწმებული საბუთები; გვგმა, ნახაზი, სურათი და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]