აგროსფერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგროსფერო
ტიპი შ.პ.ს
დარგი სოფლის მეურნეობა
დაფუძნდა 2005 წელი
დამაარსებელი ალექსანდრე ედიბერიძე
სათავო ოფისი 0190, კახეთის გზატკეცილი 155, თბილისი, საქართველო
პროდუქცია სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, აგროტექნიკა, მცენარეთა დაცვის საშუალებები, სათესლე მასალები
საიტი agrosphere.ge

„აგროსფერო“ (იურიდიული დასახელება შპს „ნობლექსი“) — სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი ქართული კომპანია. დაარსდა 2005 წლის 24 თებერვალს.

„აგროსფერო“ ფლობს მაღაზიათა ქსელსა და სერვისცენტრებს. ცენტრალური ოფისი და საწყობი მდებარეობს თბილისში, სერვისცენტრები კი წარმოდგენილია როგორც დედაქალაქში, ისე კახეთსა და ქვემო ქართლში. „აგროსფეროს“ პროდუქცია ხელმისაწვდომია პარტნიორ მაღაზიათა ქსელებშიც, რომლებიც განთავსებულია ქვეყნის მასშტაბით.

„აგროსფერო“ თავის მისიად საქართველოში აგრომეურნეობის თანამედროვე მიდგომების დანერგვას, ქვეყნის აგროპოტენციალის ათვისების ხელშეწყობასა და ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ასახელებს.

თანამშრომლობს პრემიუმ ხარისხის მსოფლიო ბრენდებთან, რომლებიც ორიენტირებული არიან ინოვაციური, მაღალეფექტიანი და გარემოსთვის უსაფრთხო პროდუქტების წარმოებაზე.

„აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელსა და ონლაინ პლატფორმაზე წარმოდგენილია მცენარეთა დაცვის საშუალებები, სათესლე მასალები, სასუქები, სარწყავი და საფილტრაციო სისტემები, მეტეო სადგურები, სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოები, აგროინვენტარი და ტექნიკა.

„აგროსფერო“ 40-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

კომპანია თანამშრომლობს YARA-ს ანალიტიკურ ლაბორატორიასთან, რომელიც ემსახურება კერძო ფერმერებს, აგრონომ-კონსულტანტებს, კვლევით ცენტრებსა და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან. ლაბორატორიაში ტარდება ნიადაგის, ფოთლისა და წყლის ანალიზი.

2021 წელს „აგროსფეროს“ ბაზაზე ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობის მიმართულების სასწავლო ტრენინგ ცენტრი „აგრარიუმი“, რომელიც ახორციელებს პრაქტიკულ ტრენინგებს აგრონომიის მიმართულებით.

2022 წლიდან „აგროსფერო“ ახორციელებს ახალგაზრდების ხელშემწყობ პროგრამებს. ყოველწლიურად სამ აგრო-მიმართულების სტუდენტს გადასცემს სტიპენდიას. სტიპენდიატებსა და მაღალი მოსწრების მქონე კიდევ შვიდ სტუდენტს კი სთავაზობს სტაჟირებას კომპანიის ბაზებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]