აგრიფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგრიფა (არამეული ვარიანტი) აგრიპა (ბერძნული ვარიანტი) — იბერიის მეფე ფარსმან III ქველის ეზოსმოძღვარი (II ს.). მოხსენიებულია არმაზისხევში აღმოჩენილ, პიტიახშ ჯავახ მცირის ასულის, სერაფიტის საფლავის ქვის წარწერაზე. წარწერა არმაზის ბილინგვის სახელითაა ცნობილი. ბერძნულ ტექსტში აგრიპას სახელს ემატება "პუბლიკიოს" ("პუბლიკიოს აგრიპა").

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი წერეთელი, არმაზის ბილინგვა, ენიმკის მოამბე, XIII, 1942, გვ. 34-42.
  • Г. Церетели, Эпиграфические находки в Мцхета - древней столице Грузии, ВДИ, № 2, М., 1948.
  • Г. Церетели, Армазское письмо и происхождение грузинского алфавита, Эпиграфика Востока, т. III, Л., 1949.
  • А. Шанидзе, Данные грекопехлевийской билингвы из Армази для истории термина ეზოჲსმოძღვარი - эзойсмодзгвари в древнегрузинском, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. II, N 1-2, თბ., 1941, გვ. 181-186.
  • სიმონ ყაუხჩიშვილი, არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. II, N 1-2, თბ., 1941, გვ. 172-173.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]