აგრამატიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

აგრამატიზმი (ბერძ. αγραμματοσ — უწიგნური, უსწავლელი, დაუწერელი) — ენამოშლილობის სახე, რომელიც გამოიხატება მეტყველებაში (როგორც ზეპირი, ისე წერითი) გრამატიკული სტრუქტურის დარღვევით. აგრამატიზმისათვის დამახასიათებელია წინადადებაში სიტყვების გამოტოვება, მათი შეუსაბამო განლაგება, შეუთანხმებლობა, რთული წინადადების კონსტრუქციაში გაურკვევლობა და სხვა. მაგ., დევს მაგიდა წიგნი (წიგნი დევს მაგიდაზე). აგრამატიზმის მიზეზებია თავის ტვინის სამეტყველო ზონების განუვითარებლობა (ალალია) ან დაზიანება (აფაზია), გონებაჩლუნგობა, სმენის დაქვეითება. აგრამატიზმის შემთხვევაში მიმართავენ ლოგოპედს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]