აგნიეჟკა ოსიეცკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აგნიეჟკა ოსიეცკა
Agnieszka Osiecka Polish writer.jpg
დაბ. თარიღი 9 ოქტომბერი 1936(1936-10-09)[1]
დაბ. ადგილი ვარშავა[1]
გარდ. თარიღი 7 მარტი 1997(1997-03-07)[1] (60 წლის)
გარდ. ადგილი ვარშავა[1]
დასაფლავებულია Հին Պովոնզկի
საქმიანობა პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი, სიმღერების ავტორი და ლირიკოსი
ენა პოლონური ენა
მოქალაქეობა Flag of Poland.svg პოლონეთი
ალმა-მატერი ვარშავის უნივერსიტეტი და National Film School in Łódź
მეუღლე Wojciech Frykowski

აგნიეჟკა ოცესკაია (პოლ. Agnieszka Osiecka, დ. 9 ოქტომბერი 1936, ვარშავა — გ. 7 მარტი 1997, ვარშავა) — პოლონელი პოეტი, მწერალი, ავტორი ლექსებისა, რომლებიც სიმღერებად გადაკეთდა. გარდა ამისა, ის ცნობილია პროზით, თეატრში მუშაობითა და სატელევიზიო სპექტაკლებით, ასევე ჟურნალისტური საქმიანობით. აგნიეჟა იყო ცნობილი პოლონელი კომპოზიტორი, ავტორია 2000-ზე მეტი სიმღერის ტექსტისა, რომელიც გახდა პოლონური მუსიკის კლასიკა.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსიეცკა დაიბადა ვარშავაში, ვიქტორ ოსიეცკას, პიანისტისა და კომპოზიტორის, და მარია სტექმანის, მეცნიერის, ერთადერთი შვილი. მან ადრეული წლები გაატარა ზაკოპანში, სადაც მამაისი უკრავდა პიანინოზე რესტორან ვატრაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოსიეცკას ოჯახი გადავიდა ვარშავაში და დასახლდა სასკა კეპას დასახლებაში. პატარა ბინა მალევე გახდა ოსიეცკას საყვარელი სამუშაო ადგილი. თითქმის მთელი ცხოვრება იქ ცხოვრობდა და მისი მემორიალური დაფაც სწორედ იმ შენობაზე განათავსა ოკულორნის ფონდმა.

აგნიეჟკა განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული. მან ბევრად უფრო სწრაფად დაასრულა საკურსო ნამუშევარი ვიდრე სხვა სტუდენტებმა და მარი კუეი-სლოდოვსკას უმაღლესი სკოლა 1952 წელს დაამთავრა. აგნიეჟკა ვარჯიშობდა ცურვაში ლეგიას სპორტულ კლუბში, სწავლობდა ჟურნალისტიკას ვარშავის უნივერსიტეტში (1957–61), ასევე კინო-რეჟისორობას პრესტიჟულ ეროვნული კინოს სკოლში, რომელიც ლოძში (1957–61), მიუხედავად ამისა მან მიატოვა კინო-რეჟისორობა და დაიწყო წერა. ოსიეცკამ უნივერსიტეტის წლების განმავლობაში სტუდენტურ პრესაში გამოაქვეყნა ესეები და სტატიები. ის შეუერთდა ცნობილ სტუდენტურ სატირულ თეატრს (STS) 1954 წელს და დაწრა 166 პოლიტიკური და ლირიკური სიმღერა ამ კომპანიისთვის. მან თქვა: „მე ვარ ჟურნალისტი, სწორედ ამიტომ ზოგიერთი ჩემი სიმღერა არის რითმული მოთხრობა.“ იგი მსახურობდა STS თეატრის სამხატვრო საბჭოში, სანამ ის 1972 წელს არ დაიხურა.

1962 წელს მას დებიუტი ჰქონდა პოლონეთის ეროვნულ რადიოში. სახელგანთქმულმა პოლონელმა მსახიობმა კალინა იედრუსიკმა შეასრულა აგნიეჟკას მიერ დაწერილი სიმღერის ტექსტის, ფრანჩესკა ლესზცანსკის ცნობილი სიმღერა „ჩემი პირველი მეჯლისი“ (Mój pierwszy bal). ერთი წლის შემდეგ 1963 წელს პოლონური სიმღერის პირველ ეროვნულ ფესტივალზე ოპოლეში აგნიეჟკა მიღწეული წარმატებისთვის და მისი სიმღერებისთვის: „Piosenka o Okularnikach“ (იაროსლავ აბრამის მუსიკა), „Białe małżeństwo,“ „Czerwony kapturek,“ "Kochankowie z ulicy Kamiennej,“ „Solo na kontrabasie“ და „Ulice wielkich miast“ დააჯილდოეს მთავარი პრიზისით და ექვსი სხვა ჯილდოთი.

იგი აღიარებულ იქნა ცნობილ ახალგაზრდა პოეტად, ხოლო პოლონეთის ეროვნულმა რადიომ შესთავაზა მას შეექმნა გუნდი და ეხელმძღვანელა რადიო სიმღერის სტურიის მაუწყებლობისთვის. აგნიეჟკა ასევე მუშაობდა თეატრებსა და სატელევიზიო პროექტებზე. კომპოზიტორ ადამ სლავინსკისთან ერთად მან დაწერა სერია სახელწოდებით „Listy śpiewające“ („მომღერალი წერილები“). მისი პირველი დიდი თეატრაალური შოუ „Niech no tylko zakwitną jabłonie“ („დაე აყვავდნენ ვაშლის ხეები“) დაიდგა ათენეუმის თეატრში.

მის ტექსტებზე დაწერა მუსიკა ისეთმა კომპოზიტორებმა, როგორებიც იყვნენ კრჟიშტოფ კომადა, სევრინ კრაივევსკი, ადამ სლავიანსკი, ზიგმუნტ კონიჩნი და სხვა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსიეჟკას და მის პარტნიორს, ცნობილ ჟურნალისტ დანიელ პასენტს, 1973 წელს ეყოლათ ერთადერთი ქალიშვილი აგატა.

მასურიანის ტბის ოლქი იყო ოსიეცკას საყვარელი ადგილი პოლონეთში. 1960-70-იან წლებში ამ ადგილებში ოსიეცკას ძალიან უყვარდა დასვენება პოლონელ ინტელექტუალებთან და მხატვრებთან ერთად. როგორც სტუდენტი ოსიეცკა ამ ოლქში მუშაობდა ადგილობრივ გაზეთში. ის იყო ჰალმაის მწერალტა სახლის ხშირი სტუმარი, ზაკოპანში, ტატირის მთაში.

გარდაცვალება და მემკვიდრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგნიეჟკა ოსიეცკამ გამოაქვეყნა მრავალი წიგნი და ჩანაწერი. ის დაასახელეს ომის შემდგომი პოლონეთის კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ნაყოფიერ და ნიჭიერ პიროვნებად. ოსიეცკა გარდაიცვალა 1997 წლის 7 მარტს კოლონის კიბოსთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ. აგნიეჟკა დაკრძალულია ვარშავაში პავაკის სასაფლაოზე.

მალევე, დედის გარდაცვალების შემდეგ აგატამ დააარსა აგნიეჟკა ოსიეცკა ოკულარნიკის ფონდი. ეს ფონდი ამაღლებს ოსიეცკას შემოქმედებას, მუშაობს პოეტების არქივში, ყოველწლიურად ატარებს სიმღერის კონკურსს „გვახსოვდეს აგნიეჟკა ოციესკა“, მართავს ინტერნეტ არქივს და აქვეყნებს წიგნებს.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #121414248 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.