აგნეტ იუნსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აგნეტ იუნსენი
Agnete • Aggie
ESC2016 - Norway 15 (crop).jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი აგნეტ კრისტინ იუნსენი
დაბ. თარიღი 4 ივლისი, 1994 (1994-07-04) (25 წლის)
დაბ. ადგილი Varangerbotn
ეროვნება საამები[1]
ჟანრ(ებ)ი პოპი
პოპ-როკი
პოპ-პანკი
საქმიანობა მომღერალი
კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2008-დან დღემდე
ჯილდოები Åpenhetsprisen[2] და Ole Vig-prisen[3]
აგნეტ იუნსენი ვიკისაწყობში

აგნეტ კრისტინ იუნსენი (ნორვ. Agnete Kristin Johnsen; დ. 4 ივლისი 1994, ნესებუ, ნორვეგია), ცნობილი, როგორც აგნეტი (Agnete) და აგი (Aggie) — ნორვეგიელი მომღერალი და კომპოზიტორი. იგი წარმოადგენდა ნორვეგიას ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე, როგორც სოლო შემსრულებელი, სიმღერით „Icebreaker“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნსენი დაიბადა 4 ივლისს 1994 წელს ნესებუში, რომელიც მდებარეობს ფინმარკის საგრაფოში, ნორვეგიაში. იგი არის ეთნიკურად სამი და სამი ბავშვთა ავტორის სიგნი ივერსენის ქალიშვილი.[4]

„The BlackSheeps“ ჩამოყალიბდა 2008 წელს, ხოლო მისი წევრები აგნეტ იუნსენთან ერთად იყვნენ მისი მშობლიური ნესებუს სკოლის მოსწავლეები. მოგვიანებით მათ მოიგეს კონკურსი „Melodi Grand Prix Junior 2008“, სიმღერით „Oro Jaska, beana“ („იყავი მშვიდად, ძაღლო“), რომელიც შესრულდა ორ ენაზე, ნორვეგიულად და საამურად.[5] მოგვიანებით ჯგუფმა „MGP Nordic 2008“ მოიგო. „Oro Jaska, beana“ გახდა წლის მოგებული სიმღერა „Spellemannprisen Awards“-ზე და მიაღწია პირველობას ნორვეგიულ სინგლების ჩარტში.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.ifinnmark.no/nyheter/na-kan-signe-vinne-nordisk-rads-litteraturpris/s/1-30002-6948912
  2. http://www.tv2.no/a/8632586/
  3. http://www.bladet.no/kultur/2016/11/01/Agnete-Kristin-mottar-Ole-Vig-prisen-13723443.ece
  4. Nå kan Signe vinne Nordisk råds litteraturpris på www.finnmarkdagblad.no/finnmarken/lokale_nyheter/ Publisert 29. oktober 2013. Besøkt 2. november 2013.
  5. Suveren seier til samisk rock. NRK Troms og Finnmark (2008-09-14).
  6. Oro Jaska, Beana Norwegian. წაკითხვის თარიღი: 2008-11-30.