ნიკოლოზ აგლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აგლაძე, ნიკოლოზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლაძე.

ნიკოლოზ (ნიკო) დიმიტრის ძე (დ. 15 აპრილი, 1884, სოფელი მუხლი, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ― გ. 18 ივლისი, 1955, თბილისი) — ქვის მხატვრულად დამუშავების ქართველი ოსტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა თბილისში იტალიელი ოსტატის ანდრეოლეტის სახელოსნოში. მუშაობდა უფროს ძმებთან ერთად. შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ნიმუშები, დაეუფლა ქვის მხატვრულად დამუშავების ძნელ პროფესიას. მონაწილეობდა კულტურის ძეგლებისა და თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობათა სეკეთება-არდგენასა და მშენებლობაში. მხატვრულად გააფორმა ქაშვეთის ტაძრის, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ახლანდელი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა), საქართველოს მთავრობის სახლი, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, ძველი კინოსტუდიის, რკინიგზის სამმართველოს შენობები, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი (სახურავი და კარნიზები), ვარციხის შამპანური ქარხნის შენობა და სხვა. ნეოფიტესთან ერთად მუშაობდა ირანში (1917).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აგლაძე ნ., მოგონებანი, «საბჭოთა ხელოვნება», 1960, №11
  • ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება (1801-1917), ტ. 2, თბ., 1963