ნეოფიტე აგლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აგლაძე, ნეოფიტე)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლაძე.

ნეოფიტე დიმიტრის ძე აგლაძე (დ. 1874, სოფ. მუხლი, ამბროლაურის რაიონი ― გ. 1956, თბილისი) ― ქვის მხატვრულად დამუშავების ქართველი ოსტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1887 წლიდან სწავლობდა თბილისში იტალიელი ოსტატის ანდრეოლეტის სახელოსნოში. 1912 წელს გახსნა საკუთარი სახელოსნო. თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის (ქვის კვეთა) და სამხატვრო-სამშენებლო სახელოსნო სასწავლებლის (1945-1953) (ამჟამად თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო-პროფტექნიკური სასწავლებელი) პედაგოგი. მუშაობდა ვლადიმერ, ნიკო და ლავრენტი აგლაძეებთან ერთად. მონაწილეობდა ქაშვეთის ტაძრის, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ახლანდელი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის და სხვა არქიტექტურულ ნაგებობათა მხატვრულ გაფორმებაში, შეაკეთა სვეტიცხოვლის კარნიზები და ქვის სახურავი. ქვაში გამოკვეთა ქართველ მოქანდაკეთა მრავალი სკულპტურული ნამუშევარი. ხელი შეუწყო ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრული ჩუქურთმის გაცოცხლებას თანამედროვე ეროვნულ არქიტექტურაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება (1801-1917), ტ. 2, თბ., 1963