აგიაშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგიაშვილი.

აგიაშვილები — თავადური საგვარეულო იმერეთის სამეფოში. მათი თავდაპირველი გვარსახელი ომათმათიძე ყოფილა. აგიაშვილების გვარი პირველად იხსენიება იმერთა მეფის 1663-1673 წლების დოკუმენტებში. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ხდება აგიაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება. მათ ეკუთვნოდათ საგვარეულო ციხესიმაგრე ყარაულა, ცუცხვათი, ტყაჩირის ეკლესია, ჭალისთავის მონასტერი. აგიაშვილების გვარის წარმომადგენლებს სამეფოში ციხისთავის, ქეშიკთუხუცესის სახელოები ეკავათ. 1810 წელს აქტიურად იბრძოდნენ იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობისათვის, რის გამოც მათი მამული დიდად დაზარალდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. I, თბ., 1973