შინაარსზე გადასვლა

აგავე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგავე (ძვ. ბერძნ. Ἀγαύη) — ბერძნულ მითოლოგიაში ჰარმონიასა და კადმოსის ასული, ავტონოესა და სემელეს და. აგავე არ აღიარებდა დიონისეს ღვთაებრივ წარმოშობას, რისთვისაც ღვინის ღმერთმა გააგიჟა და დააგლეჯინა საკუთარი შვილი პენთევსი. ეს სიუჟეტი დაამუშავა ევრიპიდემ ტრაგედიაში "ბაკხელები".

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აგავე“-დან