აბუ ბაქარ ქელევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბუ ბაქარ ქელევი (გ. 1366) — სარბედართა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი სამარყანდში. ხელოსანი ბამბის მპეტნავი. თავი გამოიჩინა მავერანაჰრზე მოგოლისტანის ხანის ილიას-ხოჯას თავდასხმის დროს. სამარყანდის ამირების ჰუსაინისა და თემურლენგის დამარცხებისა და გაქცევის შემდეგ ქალაქის მოსახლეობამ აბუ ბაქარ ქელევსა და მავლანა ზადეს მეთაურობით მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მონღოლებს და უკუაგდო ისინი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]