აბუქირის ბრძოლა — ბრძოლა დაახლ. 8-ათასიან ფრანგულ არმიასა და 18-ათასიან ოსმალეთის არმიას შორის. გაიმართა 1799 წლის 25 ივლისს ეგვიპტის სანაპიროზე, აბუქირის ყურეში, იმ ადგილას სადაც ერთი წლით ადრე ადმირალმა ნელსონმა თითქმის მთელი ფრანგული არმია გაანადგურა. ფრანგების არმიას ხელმძღვანელობდა ნაპოლეონ ბონაპარტი, ხოლო ოსმალეთის არმიას საიდ მუსტაფა-ფაშა. აბუქირის ბრძოლა ნაპოლეონის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე შედეგის მომტანი გახდა, მთლიანად გაანადგურა ოსმალეთის არმია მცირე დანაკარგის საფასურად.