შინაარსზე გადასვლა

აბსურდიზმი (ფილოსოფია)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიზიფეს მითი, აბსურდიზმის სიმბოლო
სიზიფეს მითი, აბსურდიზმის სიმბოლო

აბსურდიზმი (ინგლ. Absurdism) — ფილოსოფიაში არის მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც, კაცობრიობისა თუ ადამიანის არსებობას არანაირი მიზანი არ გააჩნია, რადგან სამყარო უაზრო და ირაციონალურია და ადამიანის მიერ მისი სიცოცხლის მნიშვნელობის ძებნა მარცხით მთავრდება, რადგან მნიშვნელობა ან არ არსებობს ან, მინიმუმ ადამიანისთვის მიუწვდომელია. აბსურდიზმი ამ კონტექსტში არ ნიშნავს „ლოგიკურად შეუძლებელს“, არამედ „ ადამიანურად შეუძლებელს“.

აბსურდიზმი საკმაოდ ჰგავს ნიჰილიზმსა და ეგზისტენციალიზმს და თავის ფესვებს დანიელი ფილოსოფოსის სერენ კიერკეგორისგან იღებს. აბსურდიზმი, როგორც ფილოსოფიური მიმართულება დაიბადა ეგზისტენციალიზმის წიაღში, როდესაც ფრანგმა ფილოსოფოსმა და მწერალმა ალბერ კამიუმ დაწერა და გამოსცა თავისი ნაწარმოები „სიზიფეს მითი“ და ამით გამოეყო ეგზისტენციალიზმს. აბსურდიზმს დიდი სტიმული მისცა და განავითარა მეორე მსოფლიო ომის მოვლენებმა, განსაკუთრებით საფრანგეთში.

სიცოცხლის არსი აბსურდიზმის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბსურდიზმის მიხედვით, ადამიანები ისტორიულად ცდილობდნენ სიცოცხლის არსის პოვნას და ამ ძიებაში, როგორც წესი ორ სხვადასხვა დასკვნამდე მიდიოდნენ, რომ ცხოვრება აბსურდულია ან სიცარიელის შევსებას ღმერთის იდეის შექმნით ცდილობდნენ, რომელიც ადამიანს, რაიმე კონკრეტულ მიზანს უსახავდა (მაგ. ქრისტიანობაში ადამიანის მიზანი სამოთხეში მოხვედრაა, იგივეა სხვა რელიგიებში: ისლამი, ინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ.), თუმცა ჩნდებოდა სხვა კითხვა: რა არის ღმერთის მიზანი? კიერკეგორის თქმით ღმერთის მიზანი ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი და გაუგებარია. კამიუს განცხადებით აბსურდიზმი არ უარყოფს ან აღიარებს უმაღლესი ძალის არსებობას. ამის გამო აბსურდიზმი აგნოსტიკურ იდეოლოგიად მიიჩნევა.

კამიუს მიხედვით ადამიანებს შეუძლიათ შექმნან აზრი საკუთარ ცხოვრებაში, რაც შეიძლება არ იყოს ცხოვრების ობიექტური ან რეალური მიზანი მაგრამ, მაინც შეუძლიათ იბრძოლონ მისთვის თუმცა, ამატებდა, რომ ადამიანი ირონიულად უნდა უყურებდეს ამ მის მიერ მოგონილ მიზანს, რათა „ფიქტიურმა“ აზრმა არ დაიკავოს აბსურდის ცოდნის ადგილი.

აბსურდიზმი, ნიჰილიზმი და ეგზისტენციალიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ათეისტური ეგზიტენციალიზმი თეისტური ეგზისტენციალიზმი აბსურდიზმი ნიჰილიზმი
1) სამყაროში არსებობს მნიშვნელობა ან ფასეულობა დიახ დიახ დიახ არა
2)სამყაროში არსებობს არსებობის იმანენტური მნისვნელობა არა შესაძლოა მაგრამ, ადამიანებს უნდა სჯეროდეთ, რომ არსებობს არა მაგრამ, ადამიანებს შეუძლიათ საკუთარის შექმნა არა
3)ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრების მნიშვნელობის თავად შექმნა დიახ დიახ მაგრამ, ეს მნიშვნელობა ღმერთის იდეას უნდა ითვალისწინებდეს დიახ მაგრამ, ეს მნიშვნელოვანი არაა არა, რადგან თავად მნიშვნელობის შექმნასაც არ აქვს აზრი
4)სამყაროში შინაგანი და გარეგანი მნიშვნელობის ძიება შესაძლებელია არა და თავისთავად ძიება უაზროა დიახ და ძიებასაც შეიძლება ჰქონდეს მიზანი არა მაგრამ, ძიებას თავად, შეიძლება ჰქონდეს აზრი არა და თავად ძიებაც უაზროა
5)კონსტრუირებული მიზნის ძიება შესაძლებელია დიახ და მიზანი ეგზისტენციალიზმია დიახ და მიზანი ეგზისტენციალიზმია შესაძლებელია არა
6)არსებობს გამოსავალი ინდივიდის სურვილში, ეძებოს მნიშვნელობა დიახ, საკუთარი მნიშვნელობის შექმნა დიახ, საკუთარი მნიშვნელობის შექმნა ღვთის წინაშე დიახ, აბსურდის აღიარება და გაცნობიერება არა