აბრევის ეკლესიის ნანგრევები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრევის ეკლესიის ნანგრევები — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ აბრევში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლის სასაფლაოსთან მდებარე დარბაზული ეკლესია რიყისა და ფლეთილი ქვითაა ნაგები. ეკლესიის კედლებიდან შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები. ყველაზე მაღალი დასავლეთის კედელია. აბსიდა თითქმის მიწის დონეზეა დასული. სამხრეთის შესასვლელის მხოლოდ მარცხენა წირთხლია. ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 9