აბრაჰამ ერევანცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბრაჰამ ერევანცი, ერევნელი — XVIII საუკუნის I ნახევრის სომეხი ისტორიკოსი. მის „1721-1736 წლების ომების ისტორიაში“ აღწერილია ირან-ავღანეთის, ირან-ოსმალეთის ომები, თურქთა შემოსევა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1724 და ერევნის აღება. არის ცნობები საქართველოზეც, კერძოდ, ლეკებისა და თურქებისაგან მცხეთის აღებაზე, ვახტანგ VI-ზე და სხვა. აბრაჰამ ერევანცის ცნობები სანდო და მნიშვნელოვანი წყაროა ამიერკავკასიისა და ირანის ისტორიის შესწავლისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941;