შინაარსზე გადასვლა

აბრაზიული იარაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრაზიული იარაღი — საჭრელი იარაღი, მზადდება სხვადასხვა შემკვრელით (კერამიკული, მაგნეზიური, ლითონური მასალა, ბაკელიტი, ვულკანიტი) შეკავშირებული აბრაზული მასალისაგან, იხმარება ლითონის, მინის, ქვის, ხის, პლასტმასის, რეზინის, მარმარილოს და სხვათა დასამუშავებლად. მრეწველობაში ფართოდ იყენებენ განსაკუთრებულად სუფთა ზედაპირის და ზუსტი დეტალების მისაღებად. აგრეთვე საჩორტნი სამუშაოებისათვის (უმეტესად სხმულების დასამუშავებლად), სხვადასხვა მკვრივი მასალის გადასაჭრელად და სხვა. აბრაზიული იარაღის ორი ძირითადი ჯგუფია: ხისტი (სახეხი ქარგოლი, თავი, სეგმენტი, ძელაკი) და მოქნილი (სახეხი ზუმფარა). აბრაზიულ იარაღებს განასხვავებენ ფორმის, მარცვლების სიდიდის, სისალის, ფორიანობისა და შემაკავშირებელი ნივთიერების მიხედვით. აბრაზიული იარაღის თავისებურებაა მუშაობის პროცესში მისი საჭრელი ზედაპირის თვითლესვა. საჭრელი ზედაპირის აღსადგენად აბრაზიული იარაღის პერიოდულად ასწორებენ ალმასით ან ალმასის შემცველელებით.