აბდულხალიქ ახუნდოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Əbdülxalıq Hacı Abdulla oğlu Axundov

აბდულხალიქ ჰაჯი აბდულა-ოღლუ ახუნდოვი (აზერ. Axundov Əbdülxalıq Hacı Abdulla oğlu; დ. 1863 — გ. 1944) — აზერბაიჯანელი ექიმი, პუბლიცისტი და მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1863 წელს ქალაქ შემახაში. 1888 წელს დაამთავრა გერმანიაში ერლანგენის უნივერსიტეტი. 1893 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დერპტის (დღ. ტარტუ) უნივერსიტეტში. იყო ბაქოში ექიმთა საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1892 წელს აბდულხალიქ ახუნდოვმა აზერბაიჯანში სამედიცინო ისტორიის შესწავლას ჩაუყარა საფუძველი. თარგმნა აბუ მანსურ ჰარავის XI საუკუნის ცნობილი ფარმაცევტული ენციკლოპედია სპარსულიდან გერმანულად. იყო ჟურნალის „ზანბურის“ დამფუძნებელი და გამომცემელი.

გარდაიცვალა 1944 წელს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეეძინა ორი ვაჟი (აღა და ისმაილი) და ორი ქალიშვილი (სონა და მალაქი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]