აბაკანი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაკანი.
მდინარე აბაკანი

აბაკანი (რუს. Абакан) — მდინარე რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, ენისეის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 514 კმ, აუზის ფართობი 32 ათ. კმ².[1] სათავე დასავლეთ საიანსა და ალთაის ჩრდილოეთ ფერდობებზე აქვს. საზრდოობს უმეტესად თოვლისა და წვიმის წყლით. იყინება ნოემბრის II ნახევარში, ყინულძვრა — აპრილის ბოლოს. საშუალო წლიური ხარჯი 400 მ³/წმ. ჩამოუდის ქ. აბაკანს. გამოიყენება ხე-ტყის დასაცურებლად, მინუსინსკის ქვაბულის სარწყავად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Река Абакан. Государственный водный реестр. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-03-09. წაკითხვის თარიღი: 2013-02-27.