С-60

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
С-60 ისრაელის მუზეუმში

С-60 — საბჭოთა 57 მმ კალიბრიანი ბუქსირებადი საზენიტო ქვემეხი. აღნიშნული ქვემეხი შემუშავდა 1940-იანი წლების შუა პერიოდში. იარაღს აგრეთვე იყენებდა ვარშავის ხელშეკრულების, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიც.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

57მმ საზენიტო ქვემეხზე მუშაობა დაიწყო ვასილი გრაბინის საკონსტრუქტურო ბიუროში, ლევ ლოკტევის ხელმძღვანელობით 1944 წელს მიხეილ ლოგინოვის თეორიულ საფუძვლებზე, С-60 УСВ-ის პირველი გამოცდა მოხდა 1946 წლის ბოლოს დონგუზის პოლიგონზე. აღმოჩენილი ხარვეზები გამოსწორდა და 1950 წლის იანვარში მიღებული იქნა საბჭოთა კავშირის შეიარაღებაზე 57მმ ავტომატური საზენიტო ქვემეხი С-60-ს სახელით. ამავე წელს დაიწყო მისი სერიული წარმოება.

С-60 გახდა პირველი საბჭოთა სახმელეთო დისტანციური დამიზნების ქვემეხი. С-60 იყო ბუქსირებადი საზენიტო ქვემეხი, რომელიც მაგრდებოდა ოთხსაბურავიან სადგამზე, რაც საშუალებას იძლეოდა მისი გადატანა განხორციელებულიყო სატვირთო მანქანით. იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას სულ რაღაც 1 წუთი სჭირდება, ხოლო უკან საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას 2 წუთი.

С-60-ს მოქმედი და ყოფილი ოპერატორები აღნიშნულია წითლად

მოდიფიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • АК-725- С-60-ს სამხედრო-საზღვაო ვერსია მიღებული 1958 წელს.
  • ЗИФ-72- სრულად ავტომატიზირებული სამხედრო-საზღვაო ვერსია.
  • ЗСУ-57-2- С-60-ს თვითმავალი ვერსია 2 ცალი 57 მმ-იანი С-60ის ქვემეხით.
  • Type-80- ЗСУ-57-2-ის ჩინური ვერსია.

ტექნიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კალიბრი - 57მმ
  • მომსახურე პერსონალი - 8 კაცი
  • წონა საბრძოლო მდგომარეობაში - 4.8 ტ
  • ჭურვის საწყისი სიჩქარე - 1000 მ/წ
  • საცეცხლე ზონა სიშორის მიხედვით - 6000 მ
  • საცეცხლე ზონა სიმაღლის მიხედვით - 4000 მ
  • საჰაერო მიზნის მაქსიმალური სიჩქარე - 450 მ/წ
  • სროლის ტემპი - 120 გასროლა/წთ

ომებში მონაწილეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

С-60-ს გამოყენება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=С-60&oldid=3172113“-დან