მეკარვიასებრნი
იერსახე
მეკარვიასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ატლასისფერი მეკარვია (Ptilonorhynchus violaceus) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ptilonorthynchidae (G. R. Gray, 1841) | ||||||||||||
|
მეკარვიასებრნი (ლათ. Ptilonorthynchidae) — ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 23–35 სმ აღწევს. ოჯახში 20–22 სახეობაა.[1][2] გვხვდება ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და ახლომდებარე კუნძულებზე. ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარში. ბუდეს იკეთებენ ხეზე ან ბუჩქებში. გამრავლების პერიოდში მამლები ტოტებისაგან აშენებენ 2 მ-მდე სიმაღლის კონუსებს ან კარვებს, რომელთა შესასვლელს რთავენ კაშკაშა ან პრიალა საგნებით — ყვავილებით, ნაყოფებით, ნიჟარებით, ხოჭოებით და სხვა. დედლების სქესობრივი სიმწიფე და მათი გამრავლება მიმდინარეობს წვიმის სეზონის დასაწყისში, როდესაც ჩნდებიან მწერები — საკვები ბარტყებისათვის.[3] დებენ 1–3 კვერცხს.[3] მეკარვიასებრნი არ ერიდებიან ადამიანს და ფანჯრის რაფებიდან იტაცებენ ღილებსა და ფერადი ქსოვილის ნაჭრებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 552.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მეკარვიასებრნი (TSN 179663). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
- ↑ Borgia, Gerald (June 1986). „Sexual Selection in Bowerbirds“. Scientific American. 254 (6): 92–101. doi:10.1038/scientificamerican0686-92. JSTOR 24975977.
- ↑ 3.0 3.1 პროხოროვი ა. პ. (1970). „მეკარვიასებრნი“, დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, მე-3 გამოცემა.