ალბატროსისებრნი
იერსახე
ალბატროსისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
შავწარბიანი ალბატროსი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Diomedeidae (G.R. Gray, 1840) | ||||||||||||
|
ალბატროსისებრნი (ლათ. Diomedeidae) — ოკეანის ფრინველების ოჯახი ქარიშხალასნაირთა რიგისა. ზოგი სახეობა 1 მ-მდე სიგრძისაა, ფრთების შლილი კი 4,5 მ აღწევს. აქვთ წვეროკაუჭიანი ნისკარტი, მილისებრი ნესტოები, ვიწრო ფრთები. აერთიანებს 4 გვარს, 21 სახეობას.[1] ფრენენ ლივლივით. ხმელეთზე მხოლოდ გამრავლების პერიოდში გამოდიან, ბუდეს მიწაზე იკეთებენ, დებენ თითო კვერცხს. კრუხად დედალთან ერთად მამალიც ჯდება. მართვე ბუდეში რჩება 6 თვემდე. ალბატროსისებრნი უხერხემლო ცხოველებით და თევზებით იკვებებიან. ბინადრობენ უმეტესად სამხრეთ ნახევარსფეროში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 278.