ალბატროსისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ალბატროსისებრნი | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Diomedeidae | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
ალბატროსისებრნი (Diomedeidae), ოკეანის ფრინველების ოჯახი ქარიშხალასნაირთა რიგისა. ზოგი სახეობა 1 მ-მდე სიგრძისაა, ფრთების შლილი კი 4,5 მ აღწევს. აქვთ წვეროკაუჭიანი ნისკარტი, მილისებრი ნესტოები, ვიწრო ფრთები. აერთიანებს 2 გვარს, 14 სახეობას. ფრენენ ლივლივით. ხმელეთზე მხოლოდ გამრავლების პერიოდში გამოდიან, ბუდეს მიწაზე იკეთებენ, დებენ თითო კვერცხს. კრუხად დედალთან ერთად მამალიც ჯდება. მართვე ბუდეში რჩება 6 თვემდე. ალბატროსისებრნი უხერხემლო ცხოველებით და თევზებით იკვებებიან. ბინადრობენ უმეტესად სამხრეთ ნახევარსფეროში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კუტუბიძე მ., ქსე, ტ. 1, გვ. 278, თბ., 1975
სტატიის