West End Girls

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„West End Girls“
სინგლიPet Shop Boys
გამოსვლის თარიღი 9 აპრილი 1984
ჩაიწერა Unique Studios, ნიუ-იორკი, 1984[1]
ჟანრი სინთპოპი
ხანგრძლივობა 4:14
3:55 (7" ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Bobcat Records
ავტორ(ებ)ი ნილ ტენანტი, კრის ლოუ
პროდიუსერი ბობი ორლანდო
Pet Shop Boys — სინგლების ქრონოლოგია
West End Girls
(1984)
„One More Chance“
(1984)
„West End Girls [1985 წლის ვერსია]“

7" სინგლის ვერსია
სინგლიPet Shop Boys
ალბომიდან Please
B-მხარე „A Man Could Get Arrested“
გამოსვლის თარიღი 28 ოქტომბერი 1985
ჩაიწერა აგვისტო 1985[1]
ჟანრი სინთპოპი
ხანგრძლივობა 3:59 (7" ვერსია), 4:41 (ალბომის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI Music, Parlophone
ავტორ(ებ)ი ნილ ტენანტი, კრის ლოუ
პროდიუსერი სტივენ ჰეიგი
Pet Shop Boys — სინგლების ქრონოლოგია
„Opportunities (Let's Make Lots of Money)“
(1985)
West End Girls [1985 წლის ვერსია]
(1985)
„Love Comes Quickly“
(1986)

West End Girls“ — ინგლისური სინთპოპ-დუეტ Pet Shop Boys-ის სიმღერა და სინგლი. გამოვიდა 1984 წლის აპრილში.

სიმღერის პირველი ვერსიის პროდიუსერი არის ბობი ორლანდო. სინგლი გამოიცა Columbia Records-ის კუთვნილ Bobcat Records-ზე 1984 წელს და აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში იქცა ჰიტად. მას შემდეგ, რაც დუეტმა EMI-სთან კონტრაქტი გააფორმა, სიმღერა კვლავ იქნა ჩაწერილი სტივენ ჰეიგის თანაშემწეობით ჯგუფის პირველი ალბომისთვის Please. 1985 წლის ოქტომბერში სიმღერა კვლავ გამოიცა, 1986 წელს ბრიტანეთაა და აშშ-ში ჩარტების #1 პოზიციაზე მოხვედრით.

1987 წელს სიმღერამ მიიღო ჯილდო საუკეთესო სინგლისთვის Brit Awards-ზე და ჯილდო საუკეთესო საერთაშორისო სინგლისთვის აივორ ნოველოს დაჯილდოებაზე. 2005 წელს, ორიგინალური გამოცემიდან 20 წლის შემდეგ, კომპოზიტორებისა და სიმღერების ავტორების ბრიტანული აკადემიისგან მან მიიღო ათწლეულის სიმღერის წოდება, 1985-1994 წლების პერიოდის გათვალისწინებით.

Pet Shop Boys-მა სიმღერა შეასრულა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე.[2] იგი აგრეთვე მოხვდა ვიდეო თამაშ Grand Theft Auto V-ს საუნდტრეკში.[3]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წელს ნილ ტენანტმა გაიცნო პროდიუსერი ბობი ორლანდო, როდესაც უკანასკნელი ნიუ-იორკში იმყოფებოდა. დემოს მოსმენის შემდეგ ორლანდომ შესთავაზა პროდიუსერული მომსახურება.[4]

1983-1994 წელს დუეტმა ორლანდოსთან ერთად ნიუ-იორკში ჩაწერა სიმღერები „West End Girls“, „Opportunities (Let's Make Lots of Money)“, „One More Chance“, „I Want A Lover“, „A Man Could Get Arrested“, „I Get Excited“, „Two Divided by Zero“, „Rent“, „It's A Sin“, „Pet Shop Boys“ და „Later Tonite“. ორლანდომ „West End Girls“-ში დაუკრა თითქმის ყველა ინსტრუმენტზე, მათ შორის, ჯაზური სოლო, რომელიც დასასრულს ჟღერს. ლოუმ დაუკრა ერთი აკორდი და ბასის პარტია.[5] სიმღერაში გამოყენებული დასარტყმელი საკრავების სემპლი მაიკლ ჯექსონის „Billie Jean“-იდან და არანჟირება, რომელსაც ტენანტი უწოდებდა „ბარი უაიტის აკორდებს“.[6] ორლანდო აღფრთოვანებული იყო სიმღერის წარმოებით, მას სურდა რეპ-სიმღერის ჩაწერა, რომელიც ბრიტანული აქცენტით იქნებოდა შესრულებული.[7]

1984 წლის აპრილში გამოვიდა „West End Girls“ და იქცა კლუბურ ჰიტად ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში, აგრეთვე საცეკვაო ჰიტად ბელგიასა და საფრანგეთში.[8] ბრიტანეთში იგი მხოლოდ 12" ფორმატში გამოიცა.[9] 1985 წლის მარტში, ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, Pet Shop Boys-მა დაასრულა საკონტრაქტო თანამშრომლობა ორლანდოსთან და დაუკავშირდა მენეჯერ ტომ უოტკინსს, რომელმაც დუეტს EMI-სთან კონტრაქტი მოუპოვა.[10] „West End Girls“ ხელმეორედ იქნა ჩაწერილი პროდიუსერ სტივენ ჰეიგის თანაშემწეობით და მოგვიანებით, 1985 წლის ბოლოს კიდევ ერთხელ გამოვიდა და მოხვდა აშშ-სა და ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში.[11]

BBC4-ზე გასულ გადაცემა 'Synth Britannia-ში ტენანტმა ისაუბრა სემპლირების იმ პერიოდში ახალ ტექნოლოგიაზე და როგორ იქნა მიღებული ესა თუ ის ხმა ახალი სინთეზატორით E-mu Emulator.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 7" ბრიტანეთი (1984 წლის გამოცემა)
  1. West End Girls (Nouvelle ვერსია) – 4:10
  2. Pet Shop Boys – 5:10
  • 12" ბრიტანეთი (1984 წლის გამოცემა)
  1. West End Girls (ვრცელი მიქსი) – 7:50
  2. Pet Shop Boys – 5:10
  • 7" ბელგია (1984 წლის გამოცემა)
  1. West End Girls (Nouvelle ვერსია) – 4:10
  2. Pet Shop Boys – 5:10
  • 7" გერმანია (1984 წლის გამოცემა)
  1. West End Girls (Nouvelle ვერსია) – 3:21
  2. Pet Shop Boys (შემოკლებული ვერსია) – 3:26
  • 7" კანადა (1984 წლის გამოცემა)
  1. West End Girls (ორიგინალური 7" ვერსია) – 4:14
  2. West End Girls (ორიგინალური 7" ვერსია) – 4:14
  • 7" ბრიტანეთი (1985 წლის გამოცემა)
  1. West End Girls – 3:55
  2. A Man Could Get Arrested (7" ვერსია) – 4:50
  • 10" შეზღუდული გამოცემა – ბრიტანეთი (1985 წლის გამოცემა)
  1. West End Girls (10" მიქსი) – 7:05
  2. A Man Could Get Arrested (ბობი ორლანდოს ვერსია ვერსია) – 4:18
  • 12" ბრიტანეთი (1985 წლის გამოცემა)
  1. West End Girls (საცეკვაო მიქსი) – 6:31
  2. A Man Could Get Arrested (12" ვერსია) – 4:09
  3. West End Girls – 3:55
  • 12" The Shep Pettibone Mastermix – ბრიტანეთი (1985 წლის გამოცემა)
  1. West End Girls (The Shep Pettibone Mastermix) – 8:09
  2. West End Dub – 9:31
  3. A Man Could Get Arrested (12" ვერსია) – 4:09

East 17-ის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„West End Girls“
სინგლიEast 17
ალბომიდან Walthamstow
გამოსვლის თარიღი 21 ივნისი 1993
ჩაიწერა 1992
ჟანრი პოპი
ხანგრძლივობა 3:59
ხმისჩამწერი ლეიბლი London Records
ავტორ(ებ)ი მიკაელ ს. რაილი, The Groove Corporation
პროდიუსერი ბობი ორლანდო
East 17 — სინგლების ქრონოლოგია
„Slow It Down“
(1993)
West End Girls
(1993)
„It's Alright“
(1993)

1993 წელს ჯგუფმა East 17 „West End Girls“ ჩაწერა ალბომისთვის Walthamstow და ჰქონდა მცირე წარმატება ჩარტში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7"

  1. West End Girls (Faces on Posters Mix)
  2. West End Girls (Kicking in Chairs)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Absolutely Pet Shop Boys Unofficial web site – Profile On boys. Petshopboys.net (27 May 1991). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 1 October 2011.
  2. Alexis Petridis. Olympics closing ceremony music: big acts, big hits, but no big gasps. The Guardian. ციტირების თარიღი: 30 March 2014.
  3. 'GTA 5' soundtrack released - listen - Music News. Digital Spy (17 September 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 30 March 2014.
  4. Barrow; Newby, 1994. p. 67.
  5. Cowton, 1991. p. 11.
  6. The 500 Greatest Songs Since You Were Born: 51–100. Blender. Alpha Media Group (October 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 19 February 2009.
  7. Cowton, 1991. p. 14.
  8. Cowton, 1991. p. 15.
  9. West End Girls – Pet Shop Boys. BBC Radio 2. BBC. ციტირების თარიღი: 19 February 2009.
  10. Cowton, 1991. p. 22.
  11. Raggett, Ned. West End Girls > Song Review. AllMusic. Macrovision Corporation. ციტირების თარიღი: 19 February 2009.