Waiting for Cousteau
| Waiting for Cousteau | ||
| Waiting for Cousteau | ||
| გამოცემის თარიღი | 11 ივნისი 1990 | |
| ჟანრი | ნიუ ეიჯი, ემბიენტი, მინიმალისტური მუსიკა, ელექტრონიკა, სინთპოპი | |
| ხანგრძლივობა | 69:00 | |
| ლეიბლი | Disques Dreyfus | |
| პროდიუსერი | ჟან-მიშელ ჟარი | |
| ქრონოლოგია: ჟან-მიშელ ჟარი | ||
|---|---|---|
| Revolutions (1988) |
Waiting for Cousteau (1990) |
Chronologie (1993) |
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
Waiting for Cousteau — ჟან-მიშელ ჟარის 1990 წლის სტუდიური ალბომი. იგი ეძღვნება ჟაკ კუსტოს და გამოიცა კუსტოს 80-ე დაბადების დღეს (1990 წლის 11 ივნისს). ალბომის სახელწოდება არის სემუელ ბეკეტის პიესის, გოდოს მოლოდინში სახელის შეცვლილი ვარიანტი.
ალბომის პირველ ნახევარს იკავებს მინი ციკლი Calypso, ხოლო Waiting for Cousteau, დისკის მეორე ნახევარზე მოთავსებული კომპოზიცია, არის 46 წუთიანი თავისუფალი ინსტრუმენტული პიესა, რომელიც უფრო ემბიენტის ჟანრის არის.
სექციების სია |
კომპოზიციები [რედაქტირება]
- Calypso – 8:24
- Calypso Part 2 – 7:10
- Calypso Part 3 (Fin de Siècle) – 6:28
- Waiting for Cousteau – 46:55
კომპოზიციების შესახებ [რედაქტირება]
სასათაურო კომპოზიცია არის ემბიენტური სტილის. იგი ასევე გამოიყენებოდა გამოფენაზე Concert d'Images - ბევრად უფრო ვრცელი სახით. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ამ კომპოზიციის მოკლე ვერსიის პრომო-სინგლის სახით გამოცემა. ვინილის ფირფიტებსა და აუდიოკასეტებზე მისი ხანგრძლივობა სულ 22 წუთია.
სრულ ვერსიას ჟარი დრო და დრო იყენებდა ამა თუ იმ კონცერტის შესავალში.
ალბომის პირველ პრომო-დისკებზე სასათაურო კომპოზიციას Cousteau on the Beach ეწოდებოდა, მაგრამ ჟაკ-ივ კუსტო თვლიდა, რომ სანაპიროები გარემოს დაბინძურებას ემსახურება, ამიტომ სათაური შეცვლილი იქნა.
სასათაურო კომპოზიცია ასევე გამოყენებული იქნა ჟაკ-ივ კუსტოს დოკუმენტურ ფილმში Palawan : Le Dernier Refuge.
პერსონალი [რედაქტირება]
- ჟან-მიშელ ჟარი – კლავიშებიანი ინსტრუმენტები
- The Amoco Renegades – ლითონის დოლები (Calypso)
- გაი დელაკრუა - ბას გიტარა (Calypso)
- კრისტოფ დეშამსი - დასარტყამი ინსტრუმენტები (Calypso)
- მიშელ გეისი - კლავიშები
- დომინიკ პერიე - კლავიშები
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Brenholts, Jim. Allmusic review. Allmusic. All Media Guide. წაკითხვის თარიღი: 2011-06-15.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Waiting for Cousteau საიტზე Discogs
- Waiting for Cousteau საიტზე JarreUK