Ultra HD Blu-ray

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Blu-ray
მედიის ტიპი მაღალი სიმკვრივის ოპტიკური დისკი
კოდირება H.265/MPEG-H Part 2 (HEVC)
ტევადობა

50 გბ (ორ-შრიანი,[1] 92 მბიტ/წ) 66 გბ (ორ-შრიანი,[1] 123, 144 მბიტ/წ)

100 გბ (სამ-შრიანი,[1] 123, 144 მბიტ/წ)
ბლოკის ზომა 2 კბ სეკტორის, 64 კბ ბლოკის ზომა[1]
წაკითხვის მექანიზმი 405 ნმ ლაზერული დიოდი
შემქმნელი Blu-ray დისკების ასოციაცია
ზომები 120 მმ დიამეტრში
გამოყენება ულტრამაღალი გარჩევადობის ვიდეო, Xbox One S, Xbox One X, Xbox Series X, PlayStation 5

Ultra HD Blu-ray (ბაზარზე — 4K Ultra HD) (UHD-BD) — ოპტიკურ დისკზე ციფრულ მონაცემთა შენახვის ფორმატი, რომელიც არის Blu-Ray-ის გაუმჯობესებული ვერსია.[2] ძველი თაობის Blu-Ray პლეერებს არ აქვთ Ultra HD Blu-ray ფორმატის დისკების მხარდაჭერა.[1] უკვე არსებობს მსგავსი ფორმატის დისკების მხარდაჭერის პლეერები - Ultra HD Blu-ray Player მაგ. Sony UBP-X800 4K Ultra HD Blu-ray Player და სხვა. ფორმატი მხარდაჭერილია სხვადასხვა პოპულარული ვიდეო თამაშების კონსოლების მიერ - მათ შორის არის Microsoft'ის Xbox One X,[3] One S,[4] Xbox Series X და კორპორაცია Sony'ის მეცხრე თაობის უახლესი კონსოლი PlayStation 5.[5][6]

Ultra HD Blu-ray ტექნოლოგიამ ლიცენზირება მოიპოვა 2015 წლის შუა პერიოდში, ხოლო პლეერებმა – ამავე წლის დეკემბრიდან.[2]

სპეციფიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 12 მაისს Blu-ray დისკების ასოციაციამ გამოავლინა სპეციფიკაციების დასრულებული ვერსია და ასევე Ultra HD Blu-ray ოფიციალური ლოგო. ძველი თაობის DVD და Blu-ray-ებისგან განსხვავებით, ახალ 4K ფორმატს არ აქვს რეგიონალური შეზღუდვა.

Ultra HD Blu-ray სტანდარტი იყენებს სამი სხვადასხვანაირი მოცულობის ვიდეო-ინფორმაციის მატარებელს 50 გბ და 66 გბ იყენებს ორ შრეს ხოლო 100 გბ სამ შრეს.[7][2]

  • 50 გბ გამტარუნარიანობით 82 მბიტ/წ
  • 66 გბ გამტარუნარიანობით 108 მბიტ/წ
  • 100 გბ გამტარუნარიანობით 128 მბიტ/წ

ან და (2018 წლიდან)

  • 50 გბ გამტარუნარიანობით 72 და 92 მბიტ/წ
  • 66 GB და 100 გბ გამტარუნარიანობით 92, 123 და 144 მბიტ/წ

Ultra HD Blu-ray აქვს 4K UHD (3840 × 2160 გარჩევადობის) 60 კადრ./წამში სიხშირის მხარდაწერა,[2] რომელიც კოდირებულია მაღალი ეფექტურობის ვიდეო კოდირებით (HEVC) ანუ H.265 კოდირების ალგორითმის გამოყენებით.[2] დისკს აქვს ორი მაღალდინამიური დიაპაზონი'ს ანუ (HDR) მხარდაჭერა როგორც ფერების სიღრმეს მომატებით 10-ბიტი ფერზე ასევე გაზრდილი ფერების გამით Rec. 2020 ფერთა სივრცის გამოყენებით ვიდრე ჩვეულებრივი Blu-ray ვიდეო. Ultra HD Blu-ray დისკი იყენებს ახალ განახლებულ AACS DRM, AACS 2 ანტი-კოპირების დაცვის სისტემას. აგრეთვე ვიდეო სიგნალის დაცვის სისტემამაც განიცადა განახლება და გახდა HDCP 2.2.

2015 წლის 12 მაისს Blu-ray დისკების ასოციაცია'მ გამოავლინა საბოლოო ფორმატის მახასიათებლები და ოფიციალური ლოგო.[8] ძველი DVD და Blu-ray'ეებისგან განსხვავებით ახალ 4K ფორმატს მოეხსნა რეგიონული კოდირება.[9]

4K-HDR'ის სრულყოფილი გადაცემისთვის ასევე განახლდა კაბელიც და ამჟამად ის HDMI 2.1 ვერსიის არის. ახალ დისკს აქვს შემდეგი ხმის ფორმატების მხარდაჭერა: DTS:X, Dolby Atmos და Auro-3D.

2016 წლის 14 თებერვალს Blu-ray დისკების ასოციაცია გამოუშვა Ultra HD Blu-ray რომლებსაც ღქონდა HDR10 მედია პროფილის და Dolby Vision'ს შერჩევითი მხარდაჭერა.[10][11]

2018 წლის 23 იანვარს Blu-ray დისკების ასოციაცია განაახლა ფორმატის ვერსია 3.2'მდე რომელშიც დაემატა შერჩევითი მხარდაჭერა HDR10+'ის და Philips/Technicolor's SL-HDR2'ის.[12]

საწყისი სათაურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი Ultra HD 4K Blu-ray დისკები ოფიციალურად იქნა გაშვებული გაყიდვაში 2016 წლის 14 თებერვალს ოთხი კომპანიის მიერ.[13]

და მერე მიყვნენ დანარჩენები:

ამ ეტაპზე უკვე გამოშვებულია ასობით დისკი და იგეგმება კიდევ ბევრის, როგორც ახალი („ წინაპართა ძახილი“, „ ზღარბი სონიკი“, „ წინ! (Onward)“, „ უჩინარი კაცი“, „ პარაზიტები“, „ საფუძველი (Tenet)“ ) მხატვრული და ანიმაციური ფილმის, ასევე ძველი პოპულარული („ უკან მომავალში: ტრილოგია“, „მარტო სახლში“, „ყველაფრის გახსენება“, „ ბეჭდების ბრძანებელი: ტრილოგია“, „ ჰობიტი: ტრილოგია“, „V ნიშნავს ვენდეტას“) ნამუშევრების რესტავრაცია და გამოშვება.[24]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 White Paper: Blu-ray Disc™ Format (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-15. ციტირების თარიღი: 2016 წლის 28 დეკემბერი.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 „4K Blu-ray discs arriving in 2015 to fight streaming media“. CNET. 2014 წლის 5 სექტემბერი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014 წლის 13 ოქტომბერი. ციტირების თარიღი: 2014 წლის 18 ოქტომბერი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  3. Warren, Tom. (2017 წლის 11 ივნისი) Xbox One X is Microsoft's next game console, arriving on November 7th for $499. Vox Media. ციტირების თარიღი: 2019 წლის 10 ოქტომბერი.
  4. Webster, Andrew. (2016 წლის 13 ივნისი) Microsoft announces the Xbox One S, its smallest Xbox yet. Vox Media. ციტირების თარიღი: 2019 წლის 10 ოქტომბერი.
  5. Rubin, Peter. (2019 წლის 8 ოქტომბერი) Exclusive: A Deeper Look at the PlayStation 5. Wired. ციტირების თარიღი: 2019 წლის 10 ოქტომბერი.
  6. Hood, Vic. (2020 წლის 9 იანვარი) PS5 release date, specs, news and rumors for Sony's PlayStation 5. Future Publishing. ციტირების თარიღი: 2020 წლის 13 თებერვალი
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-11. ციტირების თარიღი: 2020-10-15.
  8. Blu-ray Disc Association Completes Ultra HD Blu-ray™ Specification and Releases New Logo - Business Wire (2015 წლის 12 მაისი). ციტირების თარიღი: 2015 წლის 28 ოქტომბერი.
  9. Michael S. Palmer. (2015 წლის 7 ოქტომბერი) Everything We Know About Ultra HD Blu-ray. High-Def Digest. ციტირების თარიღი: 2016 წლის 26 დეკემბერი.
  10. Caleb Denison (2016 წლის 28 იანვარი). „Ultra HD Blu-ray arrives February 2016; here’s everything we know“. Digital Trends. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016 წლის 27 ივლისი. ციტირების თარიღი: 2016 წლის 27 ივლისი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  11. Michael S. Palmer (2016 წლის 10 თებერვალი). „Hands On First Look: Samsung UBD-K8500 Ultra HD Blu-ray Player“. High-Def Digest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016 წლის 24 ივლისი. ციტირების თარიღი: 2016 წლის 27 ივლისი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  12. „Blu-ray Disc Association – Update – 1/12/2018“. From Vinyl to Plastic. 2018 წლის 12 იანვარი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018 წლის 13 იანვარი. ციტირების თარიღი: 2018 წლის 12 იანვარი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  13. Upcoming Fox 4K Blu-ray Titles. ციტირების თარიღი: 2016 წლის 12 იანვარი.
  14. Thomas K. Arnold. (2016 წლის 6 იანვარი) Dolby Collaborates on 4K Ultra HD Movies from Sony, MGM, Uni. Variety. ციტირების თარიღი: 2016 წლის 26 დეკემბერი.
  15. Steven Cohen. (2016 წლის 13 იანვარი) Lionsgate Reveals Ultra HD Blu-ray Launch Titles, Release Date Set for March 1. High-Def Digest. ციტირების თარიღი: 2016 წლის 26 დეკემბერი.
  16. WARNER BROS. HOME ENTERTAINMENT’S FIRST ULTRA HD BLU-RAY™ TITLES TO BE RELEASED MARCH 1. ციტირების თარიღი: 2016 წლის 26 დეკემბერი.
  17. 4k Ultra HD Blu-ray Titles from Fox Show Up on Amazon. ციტირების თარიღი: 2016 წლის 26 დეკემბერი.
  18. Paramount Announces First 4K Blu-ray Titles. ციტირების თარიღი: 2017 წლის 31 აგვისტო
  19. Universal Releases 3 Feature Films To 4k Ultra HD Blu-ray. ციტირების თარიღი: 2018 წლის 16 მაისი
  20. Sammi Cheng Touch Mi 2 world tour 4K Blu-ray. ციტირების თარიღი: 2017 წლის 28 ივნისი.
  21. Hutchins, Riley. (2017 წლის 17 მაისი) Your Name DVD, Blu-ray Sales Information Released. ციტირების თარიღი: 2017 წლის 17 მაისი
  22. Landy, Tom. (2017 წლის 4 ივლისი) James Gunn's 'Guardians of the Galaxy Vol. 2' Blu-ray and 4K Ultra HD Blu-ray Coming in August. High-Def Digest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017 წლის 4 ივლისი. ციტირების თარიღი: 2017 წლის 4 ივლისი.
  23. Katzmeier, David. (2017 წლის 9 ივნისი) 'Guardians of the Galaxy 2' could be Disney's first 4K Blu-ray. CNET. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017 წლის 4 ივლისი. ციტირების თარიღი: 2017 წლის 4 ივლისი.
  24. Complete list of upcoming 4K Blu-ray movies around world.