The Sims 3

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Sims 3
The Sims 3 cover.jpg
ჟანრი: ცხოვრების სიმულატორი
დეველოპერ(ებ)ი: The Sims Studio
გამომცემელი: Electronic Arts
სერია: The Sims
შეფასება: PEGI: 12+
პლატფორმ(ებ)ი: Mac OS X, Microsoft Windows, Xbox 360, PlayStation 3, iOS, Nintendo DS, Wii, Android
მედია: DVD, ციფრული ფორმატი

The Sims 3 — თამაში-სიმულატორი. წარმოადგენს Sims 2-ის გაგრძელებას, რომელშიც დამატებულია აქსესუარები და ავეჯი. გამოვიდა 2009 წლის 2 ივნისს. არსებობს მისი დამატებები - The Sims 3 World Adventures, The Sims 3 Ambitions, The Sims 3 Late Night, The Sims 3 Generations, The Sims 3 Pets, The Sims 3 Master Suite და The Sims 3 Showtime. წინამორბედთან შედარებით აქვს სხვა სტანდარტული დამატებებიც - ქალაქები, სტუმრობა მეზობლებთან, გასეირნება ქალაქში.

არჩეულ პერსონაჟს შესაძლებელია, დაერქვას სახელი თუ გვარი, შეცვლილი იქნას მისი სახის ნაკვთები და ფერი, მაკიაჟი, ჩაცმულობა. იცვლება მისი ხასიათიც, საყვარელი ფერი, საყვარელი საჭმელი, მუსიკის საყვარელი სტილი. პროფესიის არჩევასთან ამ ფაქტორების პირდაპირი კავშირი აქვთ. სიმს შეუძლია გაცნობა, ქორწინება და განქორწინება. ოჯახში შესაძლებელია 8 პიროვნებამდე დამატება.

თამაშში შესაძლებელია პროფესიების არჩევა, გემოვნების მიხედვით — პოლიტიკა, კულინარია, სილამაზის სალონი, პოლიცია, სამედიცინო სამსახური, სამხედრო სამსახური და ქურდობაც კი. ამ პროფესიების არჩევა მიმდინარეობს გაზეთის, ინტერნეტის ან სამუშაო ადგილზე მისვლის მეშვეობით. დასაშვებია სამუშაო გრაფიკის არჩევა.

Sims 3-ში ასევე მოიპოვება საჭმლის რეცეპტები. ყოველდღიური გართობისთვის არსებობს სხვადასხვა ადგილი — სახლის გარემო, რესტორნები, კაფეები, სტადიონები, კონცერტები, კინოთეატრები, თეატრები, პარკი და სხვა. პერსონაჟის ცხოვრების ხანგრძლივობა ასევე კონტროლირებადია. შესაძლებელია ღამით სასაფლაოზე სიარული და სულებთან შეხვედრა, აუზში ბანაობა, ზღვასა და ტბებში თევზაობა, ბიბლიოთეკებში გაკვეთილების მომზადება და ბევრი სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Sims_3&oldid=2647120“-დან