The B-52's (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The B-52's
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 6 ივლისი, 1979
ჩაიწერა 1978–1979
სტუდია Compass Point Studios, ნასო, ბაჰამები
ჟანრი
ხანგრძლივობა 39:14
ლეიბლი Warner Bros.
პროდიუსერი კრის ბლეკუელი
The B-52's — ქრონოლოგია
The B-52's
(1979)
Wild Planet
(1980)
სინგლები ალბომიდან The B-52's
  1. „Rock Lobster“
    გამოცემის თარიღი: აპრილი 1978
  2. „Planet Claire“
    გამოცემის თარიღი: ივლისი 6, 1979
  3. „Dance This Mess Around“
    გამოცემის თარიღი: 1979

The B-52's — ამერიკული ახალი ტალღის ჟანრის ჯგუფ The B-52's-ის სადებიუტო ალბომი, გამოცემული 1979 წლის 6 ივლისს. კიჩური ტექსტებით და განწყობით, მიმზიდველი ჰარმონიებით, ჯგუფმა მოიპოვა მსმენელები, ხოლო ალბომის სინგლები ჩარტების სათავეებში მოექცა. დისკის გარეკანის ავტორია ტონი რაიტი (მითითებული, როგორც Sue Ab Surd).

The B-52's Billboard 200-ის 59-ე პოზიციამდე ავიდა[3], ხოლო სინგლი „Rock Lobster“ ცხელ ასეულში 56-ე იყო.[4] 2003 წელს ტელეარხ VH1-ის მიერ The B-52's ყველა დროის უდიდესი ალბომების სიაში 99-ედ დასახელდა. ცნობილია, რომ The B-52's ჯონ ლენონს მოსწონდა.[5] 1995 წლის წიგნში „ალტერნატიული მუსიკის ალმანახი“ ავტორი ალან კროსი ალბომს ასახელებს 10 კლასიკური ალტერნატიული ალბომის სიის #9 პოზიციაზე. 2003 წელს The B-52's მოხვდა Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიის #152 ადგილზე.[6]

კრიტიკოსების შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[1]
Christgau's Record GuideA[7]
Encyclopedia of Popular Music4/5 stars[8]
The Great Rock Discography8/10[9]
Rolling Stone5/5 stars[10]
The Rolling Stone Album Guide3.5/5 stars[11]
Select4/5[12]
Slant Magazine4/5 stars[13]
Spin Alternative Record Guide10/10[14]
The Village VoiceA−[15]

The B-52's-ის შეფასებები ძირითადად კეთილგანწყობილი იყო. კრიტიკოსებს მოსწონდათ მისი კიჩური ტექსტები და საზეიმო ატმოსფერო.[1][16] Allmusic-ის ჟურნალისტი სტივენ თომას ერლეუაინი წლების შემდეგ ალბომს ანიჭებდა 5-დან 5 ვარსკვლავს[1]. Rolling Stone-ის შეფასებაც ასეთივე იყო - იგი წერდა, რომ „საუკეთესო პატარა საცეკვაო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ როკ-ენ-როლი კვლავ აქტუალურია, თუკი იგი სექსზე და თმებზეა და სხეულის მოძრაობაზე.“[10] კრიტიკოს რობერტ კრისტგოუს მიმოხილვაში ალბომს მინიჭებული ჰქონდა „A-“, რომელიც მოგვიანებით „A“ ქულით შეიცვალა.[7] Slant-მა დისკი 5-დან 4 ვარსკვლავით აღნიშნა.[13]

The B-52's შეტანილია წიგნში „1001 Albums You Must Hear Before You Die“.[17]

Track listing[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — The B-52's, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
1.„Planet Claire“ჰენრი მანჩინი,[18] ფრედ შნაიდერი, კით სტრიკლენდიშნაიდერი, პირსონი4:35
2.„52 Girls“ჯერემი ეიერსი, რიკი უილსონიპირსონი, უილსონი3:34
3.„Dance This Mess Around“ შნაიდერი, კ. უილსონი4:36
4.„Rock Lobster“შნაიდერი, რ. უილსონიპირსონი, შნაიდერი, კ. უილსონი6:49
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
1.„Lava“ პირსონი, შნაიდერი, კ. უილსონი4:54
2.„There's a Moon in the Sky (Called the Moon)“ პირსონი, შნაიდერი, კ. უილსონი4:54
3.„Hero Worship“რობერტ უოლდროპი, რ. უილსონიკ. უილსონი4:07
4.„6060-842“პირსონი, შნაიდერი, სტრიკლენდი, რ. უილსონიპირსონი, შნაიდერი, კ. უილსონი2:48
5.„Downtown“ (პეტულა კლარკი)ტონი ჰეტჩიპირსონი, კ. უილსონი2:57
საერთო ხანგრძლივობა:39:14

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The B-52's
  • ფრედ შნაიდერი – ვოკალი, პერკუსია, ხმის ეფექტები, კლავიშის ბასი (მხარე 2, სიმღერა 3), სათამაშო პიანინო (მხარე 1, სიმღერა 3)
  • კეიტ პირსონი – ვოკალი, ორგანი, კლავიშის ბასი, დამატებითი გიტარა (მხარე 1, სიმღერა 2 და მხარე 2, სიმღერა 3)
  • კით სტრიკლენდი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, ხმის ეფექტები
  • სინდი უილსონი – ვოკალი, პერკუსია, დამატებითი გიტარა (მხარე 2, სიმღერა 2)
  • რიკი უილსონი – გიტარები, ხმის ეფექტები
ტექნიკური პერსონალი
  • რობერტ ეში - პროდიუსერის თანაშემწე, ხმის ინჟინერი
  • კეს რიგბი - ხმის ინჟინერის თანაშემწე
  • ტონი რაიტი, მითითებული, როგორც Sue Ab Surd - დიზაინი
  • ჯორჯ დუბოსი - ფოტოგრაფია

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ერლეუაინი, სტივენ თომას. The B-52's – The B-52's. AllMusic. ციტირების თარიღი: მარტი 22, 2004.
  2. „The Definitive Guide to Dance-Rock“. Spin. 21 (10). ოქტომბერი 2005.
  3. 3.0 3.1 The B-52's > Charts & Awards > Billboard Albums AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2004.
  4. 4.0 4.1 4.2 The B-52's > Charts & Awards > Billboard Singles AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2004.
  5. imdb.com
  6. Levy, Joe [2005] (2006). „152 | The B-52's - The B-52's“, Rolling Stone's 500 Greatest Albums of All Time, 3rd, ლონდონი: Turnaround. ISBN 1-932958-61-4. OCLC 70672814. 
  7. 7.0 7.1 კრისტგოუ, რობერტ (1981). „The B-52's: The B-52's“, Christgau's Record Guide: Rock Albums of the '70s. Ticknor and Fields. ISBN 0-89919-026-X. 
  8. ლარკინი, კოლინ (2011). The Encyclopedia of Popular Music, 5th concise, Omnibus Press. ISBN 0-85712-595-8. 
  9. სტრონგი, მარტინ კ. (2004). The Great Rock Discography, 7th, Canongate Books. ISBN 1-84195-615-5. 
  10. 10.0 10.1 Blashill, Pat (ოქტომბერი 16, 2003). „The B-52's: The B-52's“. Rolling Stone (933). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 2, 2007. ციტირების თარიღი: მარტი 22, 2004.
  11. Considine, J. D. (2004). „The B-52's“, The New Rolling Stone Album Guide. Simon & Schuster, გვ. 67–68. ISBN 0-7432-0169-8. 
  12. Cavanagh, დევიდ (ივლისი 1990). „Flip Your Wig“. Select (1): 121.
  13. 13.0 13.1 Cinquemani, Sal. (ოქტომბერი 11, 2003) The B-52's: The B-52's. Slant Magazine. ციტირების თარიღი: იანვარი 13, 2012.
  14. (1995) Spin Alternative Record Guide. Vintage Books. ISBN 0-679-75574-8. 
  15. კრისტგოუ, რობერტ (სექტემბერი 3, 1979). „Christgau's Consumer Guide“. The Village Voice. ციტირების თარიღი: იანვარი 13, 2012.
  16. Carson, Tom (სექტემბერი 20, 1979). „The B-52's: The B-52's Music Reviews“. Rolling Stone (300). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-21. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  17. (7 თებერვალი 2006) 1001 Albums You Must Hear Before You Die: Revised and Updated Edition. Universe. ISBN 0-7893-1371-5. 
  18. მანჩინი მითითებულია „Planet Claire“-ის თანაავტორად ალბომის ხელახალ გამოცემებში, ვინაიდან მასში გამოიყენება ბასის მელოდია „პიტერ განიდან“.
  19. Sale 40 - Lot 489: Australian Record Industry Association Award For The B-52's. Australian Recording Industry Association. Ira & Larry Goldberg Coins & Collectibles (2011). ციტირების თარიღი: 2013-04-29.
  20. American album certifications – The B-52's. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH