T-70
| მუზაომში მდგარი T-70 | |
| T-70 | |
|---|---|
| კლასიფიკაცია | მსუბუქი ტანკი |
| საბრძოლო წონა, ტ | 9,2 |
| ეკიპაჟი, კაცი | 2 |
| ისტორია | |
| გამოშვების წელი(წლები) | 1942—1943 |
| ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1942-1948 |
| გამოშვების რაოდენობა | 8,226 |
| ძირითადი ოპერატორები | საბჭოთა კავშირი |
| ზომები | |
| კორპუსის სიგრძე , მმ | 4,29 |
| კორპუსის სიგანე, მმ | 2.32 |
| სიმაღლე, მმ | 2,04 |
| ჯავშანი | |
| ჯავშნის ტიპი | მაქს.60მმ |
| შეიარაღება | |
| ქვემეხის კალიბრი და მარკა | 45მმ |
| ქვემეხის საბრძოლო მარაგი | 45 |
| ტყვიამფრქვევები | 1 × 7,62-მმ DT |
| მობილურობა | |
| ძრავის ტიპი | 2 GAZ-202 |
| ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 70 + 70 ც.ხ.ძ.ლ |
| გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 45 |
| ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 360 |
T-70 საბჭოთა მსუბუქი რომელსაც იყენებდა წითელი არმია მეორე მსოფლიო ომში,მას უნდა ჩაენაცვლებინა მისი წინამორბედი მსუბუქი სადაზვერო ტანკი T-60 და ასევე T-50 მსუბუქი ტანკი,ამავე დროს გამოდიოდა T-80 ტიპის მსუბუქი ტანკი რომელიც იყო T-70 - ის 3 კაციანი ვერსია,ქვემეხისთვის ამ ტანკზე მუშაობდა 2 ტანკისტი მაშინ როცა T-70 - ში მხოლოდ 1 ტანკისტი მუშაობდა ქვემეხზე თუმცა ეს ვარიანტი ძალიან მცირე რაოდენობა გამოვიდა,ამის გარდა გამოუშვეს ექსპერიმენტატული ვერსია T-90 რომელიც იყო თვითმავალი საზენიტო დანადგარი და ჰქონდა 2 შეწყვილებული საზენიტო ტყვიამფრქვევი რომელიც დაყენებული იყო T-70 - ის შასზე. შეირაღებული ჰქონდა 1 45მმ ქვემეხით 45 ჭურვის ამუნიციით და 1 7,62მმ ტყვიამფრქვევი,მისი ეკიპაჟი შედგებოდა მხოლოდ და მხოლოდ 2 ტანკისტისგან მძღოლისგან და მეთაურისგან რომელიც ერთად 2 სამუშაოს აკეთებდა : 1) დამიზნება 2) დატენვა .ჯავშანი სხვა დანარჩენი მსუბუქი ტანკებისგან განსხვავებით უფრო კარგად დაჯავშნული იყო : წინიდან ჰქონდა 60მმ ჯავშნით ,გვერდებზე 45მმ და ზემოდან 10მმ
სექციების სია |
პროდუქციის ისტორია [რედაქტირება]
1942 წელს საბჭოთა გენერლები მიიჩნევდნენ რომ წითელ არმიაში არ იყო საკმარისი მსუბუქი ტანკები თუმცა საშუალო T-34 - ები დიდი რაოდენობით იყო მართალია ამ ტანკს უმეტესი გერმანული ტანკები ვერაფელს აკლებდა მაგრამ მცირე ქარხნები რომლებსაც არ შეეძლოთ მსგავსი საშუალო და მძიმე ტანკების გამოშვება რჩებოდნენ უმოქმედოთ ამიტომაც პირადათ ნიკოლა ასტოვს დაევალა შეექმნა ახალი მსუბუქი ტანკი რადგან მისი წინამორბედი T-60 მართალია საშუალო რაოდენობით გამოდიოდა თუმცა ჰქონდა ძალიან მსუბუქი ქვემეხი ხოლო T-50 - ი კი ძალიან მცირე რაოდენობით გამოვიდა მითუმეტეს მისი მოვლა და გამოშვება ძალიან ძვირი ჯდებოდა.
No. 38 ქარხანამ ნიკოლა ასტროვის ხელმძღვანელობით დაიწყო ახალ ტანკზე მუშაობა.
მის პირველ მოდელებს ჰქონდათ GAZ-202 ის ძრავა რომელიც იყო მუხლუხთან ძალიან ახლოს და სწორედ ეს იყო მისი პირველი და უმთავრესი პრობლემა თუმცა ეს მალევე აღმოფრქვეს და გამოუშვეს ახალი T-70M რომელსაც ეს პრობლემა აღარ აწუხებდა გარდა ამისა მას შეეცვალა ქვემეხი კალიბრი იგივე დარჩა თუმცა კოშკურას მოუხსნეს შედუღებული ჯავშნის ფურცლები და გადაიტანეს შასზე. მალევე 1942 წელს გამოვიდა ახალი საბჭთა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი SU-76 რომელიც იყო ამ ტანკის შასზე რომელიც იყო გადაკეთებული და იყო ბევრად უფრო გრძელი და ჰქონდა 2×GAZ-203 ტიპის ძრავა.ეს ტანკი იწარმოებოდა ქარახანა ნომერ 37-ში მაშნ როცა მისი წინამორბედი ნომერ 38 იწარმოებოდა და 1942 წელს მთლიანად ჩაანაცვლა T-60 ტიპის მსუბუქი ტანკები ხოლო 1943 წელს მისი წარმოება შეწყდა და მოესწრო 8,226 ეგზემპლიარის გამოშვება.
მსუბუქი ტანკების დაცემა [რედაქტირება]
ქვემეხზე ერთი კაცი როგორც თითქმის ყველა საბჭთა მსუბუქ ტანკში იყო ძალიან დიდი შეცდომა რადგან მეთაურს უჭირდა თან დამიზნებაც და თან ქვემეხის დატენვაც,ამ მსუბუქი ტანკების ძირითადი მიზანი კი იყო დაზვერვაც და ქვეითების მხარდაჭერა თუმცა როცა SU-76 გამოვიდა მან აჯობა მსუბუქ ტანკებს ქვეითების მხარდაჭერაში რადგან ის ისროდა მათზე შორს და თან მისი ქვემეხი მომაკვდინებელი ნებისმიერი გერმანული ტანკისთვის ამიტომაც მას უკვე ერთი ფუნქცია დაკარგული ჰქონდა სულ მალე კი აღმოჩნდა რომ ჩვეულებრივ დაჯავშნულ ავტომობილს უფრო კარგად და სწრაფად შეეძლო დაეზვერა ნებისმიერი ობიექტი ვიდრე ტანკს.1942 წელს გამოვიდა T-80 რომელსაც გამოსწორებული ჰქონდა პრობლემა რომელიც იყო ქვემეხთან 1 ტანკისტის მუშაობა და დამატებული პლიუს 1 ტანკისტი ჰყავდა თუმცა ესეთი ტანკები და საერთოდ მსუბუქ ტანკები 1943 წლის შემდეგ საერთოდ აღარ წარმოებულა, სულ მოესწრო 120 T-80 - ის გამოშვება
1943 წლის ნოემბერში საბჭოთა არმიის რეორგანიზაცია მოხდა და დაემატა ახალი T-34/85 რომელიც მთელი ომის პერიოდში გამოდიოდა,მსუბუქი ტანკები კი გადაკეთდა თვითმავალ საარტილერიო დანადგარებად თუმცა ამით მსუბუქ ტანკებზე მუშაობა არ შეჩერებულა და მუშაობდნენ მცურავ ტანკზე,შედეგად კი მიიღეს 1954 წელს PT-76 რომელიც დღემდე ბევრი ქვეყნის შეიარაღებაშია
T-90 [რედაქტირება]
რეალურად საბჭოთა თვითმავალი საზენიტო არტილერია 1942 წელს ჩამოყალიბდა მაშინ როცა პირველად გამოვიდა T-60 - ი და დაუყენეს 2 შეწყვილებული საზენიტო ტყვიამფრქვევი დშკ ამის შემდეგ კი გამოვიდა ახალი ZSU-37 რომელსაც 1 მძიმე ტყვიამფრქვევი ეყენა და იყო SU-76 - ის შასზე ამავდროულად შეიქმნა T-90 იც თუმცა მისდა საუბედუროდ მხოლოდ საცდელი ვერსიად დარჩა.
გალერეა [რედაქტირება]
-
მონუმენტი ბელორუსიაში
-
მონუმენტი ბელორუსიაში
-
მონუმენტი ბელორუსიაში
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- T-70 Light Tanks at WWIIVehicles.com
- Specifications at WWIITanks.co.uk
- Photo gallery at svsm.org
- T-70 tanks, T-70 მუზეომში
სტატიის