Spore
| Spore | |
|---|---|
ყდა — Spore პერსონალური კომპიუტერისთვის |
|
| ჟანრი: | თამაშში არის გაერთიანებული ბევრი ჟანრი ესენია: RTS, ღმერთის სიმულატორი, ცხოვრების სიმულატორი, არკადა, RPG |
| დეველოპერ(ებ)ი: | Maxis |
| გამომცემელი: | Electronic Arts |
| თარიღი: | 2008 5 სექტემბერი |
| რეჟიმ(ებ)ი: | ერთმომხმარებლიანი (თუმცა შესაძლებელია არსებების გაზიარება) |
| შეფასება: | ESRB:E 10+ PEGI: 12 |
| პლატფორმ(ებ)ი: | , IPhone |
| ვებ-გვერდი: | ოფიციალური საიტი |
Spore — კომპიუტერული თამაში ცოცხალი არსების სიმულატორის ჟანრში, რომელიც შექმნა სტუდია Maxis-მა და გამოუშვა Electronic Arts-მა.
სიუჟეტი [რედაქტირება]
თავიდან ირჩევთ პლანეტას და ცოცხალი არსების სახელს. სიცოცხლე იწყება წყლის წვეთიდან და ამ დროს თქვენ იბრძვით გადარჩენისთვის, რის შემდეგ ვითარდებით (თუ როგორ განვითარდება არსება ეს მოთამაშის ფანტაზიაზეა დამოკიდებული) და ამოდიხართ ხმელეთზე, შემდეგ არსებები ნელ ნელა ისწავლიან ურთიერთობას სხვა არსებებთან და განუვითარდებათ ტვინი (ანუ გადადიან თამაშის შემდეგ ეტაპზე, რომელსაც განსხვავებული ჟანრი ექნება). აქ უკვე იქმნება პირველი ცივილიზაცია ნელ ნელა განვითარდებიან სხვა არსებებიც, მოთამაშის გადასაწყვეტია მშვიდობის მოყვარე იქნებით თუ აგრესიული. შემდეგ არსებები ისწავლიან ქალაქის, მანქანების, გემების, თვითფრინავების და კიდევ ბევრი სხვა ტექნიკისა თუ შენობის გაკეთებას, მალე მოთამაშე დაიპყრობს მთელ პლანეტას და გაემგზავრებით კოსმოსში სამოგზაუროდ, რომ ცივილიზაცია კიდევ გაფართოვდეს და განვითარდეს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Sporepedia Spore-ს ოფიციალურ გვერდზე
- Spore-ს იუთუბის ოფიციალური გვერდი