Renault

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Renault
Renault logo.svg
ტიპი: სახალხო
დაფუძნდა: 25 თებერვალი, 1899
დამაარსებელი: ლუის რენო, მარსელ რენო, ფერნანდ რენო
მდებარეობა: ბულონ-ბიანკური, საფრანგეთი
დარგი: საავტომობილო ინდუსტრია
პროდუქცია: ავტომობილი
ბრუნვა: 37.79 მილიარდი (2008)
თანამშრომელი: 129,070 (2008)
შვილობილები: Automobile Dacia (99.43%)
Renault Samsung Motors (80.1%)

Renault S.A. (ქართ. რენო) — საფრანგეთის ავტოწარმოებელი კომპანია, რომელიც უშვებს მსუბუქ მანქანებს, ფურგონებს, ავტობუსებს, ტრაქტორებს და სატვირთო მანქანებს. Nissan-თან გაერთიანებით, იგი ამჟამად რიგით მეოთხე უდიდესი ავტოწარმოებელი კომპანიაა[1]. კომპანიის შტაბბინა მდებარეობს ბულონ-ბიანკურში[2]. Renault ფლობს რუმინულ ავტოწარმოებელ Automobile Dacia-სა და კორეულ Renault Samsung Motors-ს. ამჟამად, მთავარი აღმასრულებელი ოფიცერია ფრანგი-ლიბანელი კარლოს გონი. კომპანიის ყველაზე წარმატებული მანქანაა Renault Clio. ავტომობილების ძირითადი ნაწილი იყიდება საფრანგეთში. კომპანია ცნობილია მრავალი რევოლუციური დიზაინით, თავდაცვის ტექნოლოგიებითა და მოტო რბოლებით.

ისტორია[რედაქტირება]

ლუის რენო. 1913 წელი

მანქანების გამოცემა დაიწყო 1897 წელს, ხოლო Renault-ის გაერთიანება დაფუძვნდა 1899 წელს, როგორც Société Renault Frères. იგი დააარსა ლუის რენომ, მისმა ძმებმა: მარსელმა და ფერნანდმა, ასევე მეგობრებმა ტომას ევერტმა და ხულიან უიერმა. ლუისი იყო აშკარა, მისწრაფებული ახალგაზრდა მექანიკოსი, რომელსაც მანამდეც ჰქონდა შექმნილი დიზაინები და რამდენიმე მოდელიც კი ჰყავდა აწყობილი.

კომპანიის პირველი მანქანა, Renault Voiturette 1CV გაიყიდა სატესტო ტარების შემდეგ, 1898 წლის 24 დეკემბერს. მყიდველი ისეთი აღტაცებული იყო მანქანით, რომ დაუფიქრებლად იყიდა.

1999 წლის 27 მარტს, Renault–Nissan გაერთიანება შედგა. Renault ფლობს Nissan-ის 44,4%-ს, ხოლო Nissan Renault-ის მხოლოდ 15%-ის.

Renault აპირებს 20,000-40,000 ელექტრო მანქანის გაყიდვას 2011 წლისთვის[3] .

ამჟამინდელი მოდელები[რედაქტირება]

ამჟამად, Renault აწარმოებს შემდეგ მოდელებს

  • Logan (2004)
  • Sandero (2008)
  • Twingo II (2007)
  • Modus (2004)
  • Clio II (1998; HB, saloon as Symbol)
  • Clio III (2005/2009; HB, 3 და 5 კარიანი, Grand Tourer, saloon as Symbol II, GT, RS)
  • Mégane II (2002/2006; CC, saloon, RS, R26.R, HB კვლავ ხელმისაწვდომია რამდენიმე ქვეყანაში, რამდენიმე GT დარჩენილია მექსიკაში)
  • Mégane III (2009; HB 3 და 5 კარიანი, Grand Tourer)
  • Scénic III (2009; ასევე ხელმისაწვდომია, როგორც Grand Scénic)
  • Espace IV (2002; ასევე ხელმისაწვდომია, როგორც Grand Espace)
  • Kangoo II (2009)
  • Trafic (2003)
  • Laguna III (2007/2009; HB, Grand Tourer)
  • Safrane II (2008)
  • Vel Satis (2002)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. [1]
  2. "BOULOGNE-BILLANCOURT - RSAS." Renault. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი, 2009.
  3. http://www.autonews.com/article/20090304/ANE02/903049981/1193
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Renault&oldid=2626750“-დან