Rema

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

REMAქართული როკ-ჯგუფი. შეიქმნა 2002 წელს გიტარისტ კობი მანჯგალაძისა და დამწყებ დრამერ დავიდ ჩანგოშვილის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002-დან - 2005-მდე REMA იყო ახალბედა ჯგუფი, რომელიც ატარებდა პატარ-პატარა კონცერტებს მეგობრებისთვის და ახლო საზოგადოებისთვის, სანამ 2005 წ. არ ჩამოყალიბდა შემდეგი შემადგენლობა:

  • კობი მანჯგალაძე - გიტარა
  • დათო ჩანგოშვილი - დასარტყმელი საკრავი
  • ნიკა ლეშჩენკო - ვოკალი
  • ზაზა ჯოჯუა - ბასი

2006 წელი ჯგუფისთვის იყო საკმაოდ წარმატებული. ეს უკვე აღარ იყო ახალბედა ჯგუფი. ეპატიჟებოდნენ სხვადასხვა სატელევისიო გადაცემებში, ჰქონდათ ძალიან ბევრი კონცერტი.

2007 წ. ჯგუფს ტოვებს ლიდერი კობი მანჯგალაძე. ჯგუფი აგრძელებს მოღვაწეობას იგივე სახელით და აჰყავს ახალი გიტარისტი ბესო ქავთარაძე. ბევრი მცდელოვის მიუხედავად ჯგუფი ვეღარ ახარხებს ძველი წარმატების შენარჩუნებას.

2008 წ. ჯგუფში ბრუნდება გიტარისტი კ. მანჯგალაძე. ახალი იდეებით და ენერგიით სავსე ჯგუფი წერს სამ სიმღერას - Rema, If და ...And scared

ჯგუფი იბრუნებს ძველ ადგილს ქართულ სცენაზე, მონაწილეობს შიდა კონცერტებსა და ფესტივალებზე.

2010 წ. ჯგუფი აგრძელებს უფრო დიდი სცენების ათვისებას და მიემგზავრება სომხეთში. “Play City Rock” ფესტივალზე. ჩამოსვლისთანავე ჯგუფს ტოვებს ვოკალისტი და დრამერი. 4 თვის შემდეგ გიტარისტი და ბასისტი შემთხვევით

გაიცნობენ დრამერ გიგა ჩიხრაძეს ვოკალისტ-გიტარისტს ნიკა კიკნაძეს. ერთმანეთს კარგად შეეწყნენ და გადაწყვიტეს ერთობლივი ძალებით ბონ ჯოვისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარება, სახელით “Rema & Friends”. პროექტი წარმატებით განხორციელდა და ჯგუფს ოფიციალურად დაემატა ორი მუსიკოსი - გ. ჩიხრაძე და ნ.კიკნაძე. შემდგომში იწერება ახალი სიმღერები Tryin' to Believe, Getting Older, Screamin 4 U

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე შემადგენლობა
  • კობი მანჯგალაძე - გიტარა
  • გიგა ჩიხრაძე - დასარტყმელი საკრავი
  • ნიკა კიკნაძე - ვოკალი, გიტარა
  • გიორგი კაკალაშვილი - ბასი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Rema&oldid=3335275“-დან