RIGVIR

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

RIGVIR — ვიროთერაპიის პრეპარატი აღიარებული ლატვიის რესპუბლიკის სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო სააგენტოს მიერ.[1]

ენტეროვირუსის ვირიონი RIGVIR-ში

RIGVIR-ი არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს ცოცხალ ნატურალურ ვირუსს, რომელსაც გააჩნია ციტოლიზური და იმუნომუდულაციური ეფექტები. ციტოლიზური მოქმედება — ავთვისებიანი უჯრედების მიგნება და განადგურება, ვრცელდება მხოლოდ კიბოს უჯრედებზე, არ ეხება ქსოვილის ნორმალურ უჯრედებს. რაც შეეხება იმუნომოდულაციას, თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე RIGVIR-ი შერჩევითად მოქმედებს მგრძნობიარე სიმსივნეების უჯრედებზე. RIGVIR-ი ააქტიურებს იმუნური სისტემის უჯრედებს, რისი წყალობითაც იწვევს სპეციფიკურ იმუნურ პასუხს საკუთარი თავის მიმართ. ეს არის გენეტიკურად არამოდიფიცირებული და არაპათოგენური ვირუსი, მას არ შეუძლია ადამიანის ორგანიზმში გავრცელება. მას უშვებენ ონკოლოგიაში მეორადი იმუნოდეფიციტის პროფილაქტიკისთვის.

2015 წელს RIGVIR-ი დარეგისტრირდა საქართველოში.[2] და შეტანილია კანის კიბოს და მელანომის მკურნალობის ლატვიის ეროვნულ სახელმძღვანელო პრინციპებში (გაიდლაინებში). 2016 წელს RIGVIR®-ი დაშვებული იქნა სომხეთში.

ცოტა ხნის წინ ჩატარებული რეტროსპექტიული კვლევა, გამოქვეყნებული ჟურნალში „Melanoma Research“, აჩვენებს, რომ პაციენტებში IB-IIC მელანომის სტადიაში, რომლებიც იღებდნენ ონკოლიზურ ვირუს RIGVIR-ს, სიკვდილიანობა 4,39-6,57ჯერ დაბალი იყო, ვიდრე მათში, რომლებიც მელანომის მკურნალობის სახელმძღვანელოს თანახმად არ იღებდნენ ვიროთერაპიას და მხოლოდ დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.[3] გაიარა კლინიკური კვლევის ყველა ფაზა და რეგისტრირებულია ლატვიაში (Reg. No.:04-0229), როგორც რეცეპტურული პრეპარატი გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. RIGVIR-ი შტამი 7 ECHO ვირუსი, ინტრამუსკულარული საინექციო ხსნარი. კოდი:ATX:L03AX. შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს -20°С ± 2°С ტემპერატურაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

RIGVIR ანტიგენი სიმსივნის უჯრედში
  • 1960 წელს აღმოჩენილი იქნა უცნობი ფენომენი: როდესაც ადამიანის ნაწლავის ვირუსებმა (ECHO ჯგუფის ენტეროვირუსები), რომლებიც გამოყოფილი იყო ადრეული ასაკის ბავშვების კუჭ-ნაწლავიდან და აცრილი ზღვის გოჭებზე (ლოყის უკანა ტომარა), აჩვენეს ონკოტროპული და ონკოლიზური თვისებები.[4]
  • 1965 წელს მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში (ლატვიის მეცნიერებათა აკადემია) დაფუძნდა კიბოს ვიროთერაპიის ლაბორატორია ამ ფენომენის გამოკვლევის მიზნით. გამოცდილი იქნა 60 სხვადასხვა ტიპის ნაწლავის ვირუსი, მათგან 5 განისაზღვრა, როგორც ყველაზე ეფექტიანი ვირუსი, რომელთაც შეუძლიათ კიბოს უჯრედების განადგურება. ერთ-ერთ მათგანს მიენიჭა სახელი RIGVIR-ი (რიგის ვირუსი). დადგინდა, რომ RIGVIR-ი არის უსაფრთხო მოზრდილებისთვის და მას არ შეუძლია ადამიანის ორგანიზმში გამრავლება.[5]
  • 1968 წელს მეცნიერებმა ლატვიის სსრ-ის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს RIGVIR-ის შესწავლისა და პაციენტებზე გამოყენების უფლება 415 პაციენტის მონაწილეობით. დამტკიცებულია, რომ RIGVIR-ი უსაფრთხოა ონკოლოგიური პაციენტებისთვის და არ იწვევს ეპიდემიას. მოხდა ვირუსის წარმატებით ადაპტაცია კანის მელანომის ქსოვილებში (არამგრძნობიარე ქიმიო- და სხივური თერაპიის მიმართ) და განისაზღვრა თერაპირული ეფექტი.[6]
  • 1985 წელს მიღებული იქნა საკავშირო ონკოლოგიური ცენტრის მიერ მოსკოვში, რომ დაწყებულიყო RIGVIR-ის ფართო კლინიკური კვლევები მელანომით დაავადებულ პაციენტებზე

(კვლევებში მონაწილეობა მიიღო 1063-მა პაციენტმა).

  • 1987 წელს კლინიკური კვლევები ასევე ჩატარდა საკავშირო ონკოლოგიურ ცენტრში მოსკოვში და სარატოვის ონკოლოგიურ დისპანსერში. აღიარებული იქნა, რომ RIGVIR-ი არ არის საშიში თვით ძალიან მძიმე და უკურნებული ავადმოყოფებისთვისაც კი.
  • 1990-1995 წლებში RIGVIR-ს იყენებენ სხვადასხვა სახის კიბოთი დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ პ. სტრადინას კლინიკაში და ლატვიის ონკოლოგიურ ცენტრში.
  • 2002 წლის 20 ოქტომბერს გაიცა პატენტი RIGVIR-ზე.[7]
  • 2004 წლის 29 აპრილს RIGVIR-ი დაშვებული იქნა ლატვიის რესპუბლიკის სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
  • 2005 წლის 22 აგვისტოდან RIGVIR-ი ხელმისაწვდომია ლატვიის მოსახლეობისთვის.
  • 2011 წლიდან RIGVIR-ი შეტანილია სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებადი პრეპარატების სიაში კანის ავთვისებიანი მელანომის დიაგნოსტიკისთვის (გამონაკლისია - თვალის მელანომა) ლატვიის მოსახლეობისთვის.
  • 2015 წლის თებერვალში დარეგისტრირდა საქართველოში.[8]
  • 2015 წლიდან RIGVIR-ი შეტანილია კანის კიბოსა და მელანომის მკურნალობის ლატვიის ეროვნულ სახელმძღვანელო პრინციპებში (გაიდლაინებში).

გვერდითი მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, Rigvir-ს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ეს გვერდითი მოვლენები ხანმოკლეა და არ საჭიროებენ სპეციალურ მკურნალობას. ყველაზე მეტად გავრცელებული გვერდითი მოვლენებია სუბფებრილური ტემპერატურა, ტკივილი სიმსივნის არეში, დაღლილობა, ძილისკენ მიდრეკილება, დისპეფსია(ფაღარათი).[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. For an freely accessible English version see page 642 of Chumakov PM, Morozova VV, Babkin IV, Baikov IK, Netesov SV, Tikunova NV (2012). „Oncolytic enteroviruses“ (PDF). Molecular Biology. 46 (5): 639–50. doi:10.1134/S0026893312050032.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  2. EPN.
  3. Doniņa, Simona; Strēle, Ieva; Proboka, Guna; Auziņš, Jurģis; Alberts, Pēteris; Jonsson, Björn; Venskus, Dite; Muceniece, Aina (2015). „Adapted ECHO-7 virus Rigvir immunotherapy (oncolytic virotherapy) prolongs survival in melanoma patients after surgical excision of the tumour in a retrospective study“. Melanoma Research. 25 (5): 421–426. doi:10.1097/CMR.0000000000000180.
  4. . Muceniece A.J. 1978. Analysis of sensitivity of human melanomas to enteroviruses adaptred to these tumors.In: Virusy v terapii opukholei (Viruses in Antitumor Therapy), Riga: Zinatne, pp. 175–189.
  5. Muceniece A.J., Bumbieris J.V. 1982. Transplantation antigens and their changes in carcinogenesis and viral infection. In: Virusnyi onkoliz i iskusstvennaya geterogenizatsiya opukholei (Viral Oncolysis and Artificial Heterogenization of Tumors). Riga, pp. 217–234.
  6. Muceniece A.J., Bumbieris J.V. 1982. Transplantation antigens and their changes in carcinogenesis and viral infection. In: Virusnyi onkoliz i iskusstvennaya geterogenizatsiya opukholei (Viral Oncolysis and Artificial Heterogenization of Tumors). Riga, pp. 217–234
  7. Inventions and Inventors of Latvia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-02-29.
  8. PIA.[მკვდარი ბმული]
  9. Rigvir-ს გვერდითი მოვლენები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-02-29.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=RIGVIR&oldid=4309761“-დან