Portishead
| ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის? ხარისხის სტანდარტების? დასაკმაყოფილებლად. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში შესაბამისი შიდა ბმულების მითითებით. ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ. |
| Portishead | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | ბრისტოლი, ინგლისი | |
| ჟანრი/ები | თრიპ ჰოპი | |
| აქტიური | 1991 – დღემდე | |
| ვებგვერდი | ოფიციალური ვებ გვერდი | |
| წევრები | ||
| ბეტ გიბონსი ჯეფ ბეროუ ედრიან ატლი |
||
'Portishead — მუსიკალური კოლექტივი ქალაქ ბრისტოლიდან ტრიპ-ჰოპის (TRIP-HOP) სტილში, შეიქმნა 1991 წელს, სახელწოდება მომდინარეობს ქლაქის სახელიდან, ქალაქის რომელსაც ეწოდება ფორთისჰედ ,მდებარე 12კმ დასავლეთით ბრისტოლიდან.ხშირად ჯგუფს არასწორედ მოიხსენიებენ, მას მოიხსენიებენ როგორც ფორთიშედ.ეს არის გულდასმით გადარჩეული სემპლები ჯაზიდან და განძრახ დამახინჯებული LO-FI , ჯგუფი წარმოადგენდა შთაგონების წყაროს მრავალი თანამედროვე მუსიკოსისთვის , როგორებიც არიან:ჯგუფ ლიმპ ბიზკიტის გიტარისტი უეს ბორლანდი, ჰიპ ჰოპის ვარსკვლავები კენი უესტი და დიჯეი დენჯერმაუსი.
ჯგუფი ჩამოყალიბებულ იქნა 1991 წელს პიანისტ-მულტიინსტრუმენტალისტ ჯეფრი ბეროუს და მომღერალ ბეტ გიბონსის მიერ.თავიდან ბეროუ თანამშრომლობდა 2 ჯგუფთან ბრისტოლიდან , ესენი არიან massive attack და tricky ,რამაც მას შთააგონა რომ ჯგუფისთვის დაერქვა სახელი თავისი საყვარელი ქალაქის საპატივცემულოდ.
მოკლემეტრაჟიანი ფილმის გამოსვლის შემდეგ, სახელწოდებით(To Kill A Dead Man)და ფილმში აჟღერებული მათი კომპოზიციის შემდეგ, ჯგუფი აფორმებს კონტრაქტს ჩამწერ სტუდიასთან "go beat" და გამოდის მათი პირველი ალბომი სახელწოდებით «Dummy» იგი გამოდის 1994 წელს. ძირითადი წვლილი ამ ალბომში, შეიტანა გიტარისტმა ადრიან ატლიმ. მიუხედავად ჯგუფის დამოკიდებულებისა ჟურნალისტებთან და მედია კომპანიებთან , ალბომი «Dummy» მაინც წარმატებული გამოდგა ევროპაში და ა.შ.შ-ში, ალბომმა წარმოშვა ორი სინგლი "glory box" და "sour times".
portishead-ის მუსიკა გამოიყენებოდა როგორც ბექგრაუნდი სარეკლამო რგოლებთან არხზე" Channel 4"და ჟღერდა მოზართდა დრამაში«Sugar Rush». შემდეგ გამოდის მათი ახალი ალბომი სახელწოდებით “portishead” იგი გამოდის 1997 წელს. მას წინ უძღვის სინგლი "All Min". 1998 წელს გამოდის საკონცერტო ალბომი აკომპანირებული სიმფონიურ ორკესსტრთან საკონცერტო დარბაზში" Roseland" new york. მასთან ერთად გამოდის საკონცერტო ჩანაწერით DVD დისკი.ჯგუფი თანამშრომლობდა 1999წელს მომღერალ ტომ ჯონსსთან მისი ალბომის ჩაწერისას “«Reload».
დადიოდა ხმები თითქოსდა ჯგუფი აპირებდა ახალი ალბომის გამოშვებას სახელწოდებით «Alien» .მაგრამ ეს ხმები იყო უარყოფილი მათ ოფიციალურ საიტზე:«We have noticed that there is some confusion on an album release called „Alien“. Please be aware that this is NOT a Portishead release. The band are in the studio working on new material now but no release dates are scheduled as yet. Keep an eye on the site as any release plans will of course be announced here first!» (ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით «Alien» ავღნიშნავთ რომ ,მოხდა გაურკვევლობა . გთხოვთ იცოდეთ რომ ეს ალბომი არ წარმოადგენს portishead-ის ალბომს და იგი არ არის ჩაწერილი ჯგუფის მიერ,ჯგუფი სამომავლოდ მუშაობს ახალ ალბომზე ,მაგრამ გამოსვლის თარიღი ჯერ აღნიშნული არ არის, ადევნეთ თვალყური საიტს რადგან ყველა სიახლე უპირველესყოვლისა გამოქვეყნდება აქ)
2005 წლის თებერვალში ჯგუფმა წარადგინა თავი Tsunami Benefit Concert ბრისტოლში.და ამავდროულად ბეროუმ განაცხადა რომ ჯგუფი მუშაობს ახალ ალბომზე, ანუ რიგით მესამეზე.მაგრამ ალბომი დღემდე არ გამოსულა. 2005 წელს ატლიმ და ბეროუმ პროდუსირება გაუწიეს ჯგუფ The Coral. ალბომზე The Invisible Invasion. portishead-ის მუსიკა და მუსიკის სტილით მათ და მაგვარი ჯგუფები ასოცირდება ტრიპ-ჰოპის ჟანრთთან ,მაგრამ თვითონ ჯგუფი გაურბის ამ ტერმინს არგუმენტირებული იმით რომ მასმედია კატეგორიულად წინააგმდეგი იყო მათი შემოქმედების კატეგორიებად დაყოფის .
1999 წელს რუსმა აუდიო პირატებმა გამოუშვეს კომპაკტ დისკი ,რომელიც თითქოსდა წარმოადგენდა portishead-ის რიგით მესამე ალბომს და ატარებდა სახელს როგორც ალბომი: «Pearl» ,სინამდვილეში კი ამ ზედაყდით იყო გამოსული ალბომი «Empathy», რომელსაც ასრულებს ბრიტანული კოლექტივი Mandalay. ამასთან ეთად აუდიოპირატების მიერ გამოდიოდა კომპაკტ დისკი სახელწოდებით Alien», ის იყო ნაკრები იშვიათი ტრეკებისგან შემდგარი (b-sides) გამოსული მხოლოდ სინგლებით და ზოგიერთი კი ამოუცნობი გზებით იყო მოპოვებული, რომლებიც რა თქმა უნდა არ ეკუთვნოდა ჯგუფ portishead-ს.
[რედაქტირება] ჯგუფის წევრები
- ჯეფ ბეროუ
- ბეთ გიბონსი
- ედრიენ ატლი
[რედაქტირება] დისკოგრაფია
- Dummy (1994)
- Portishead (1997)
- Third (2008)
სტატიის